უდევალა
უდევალა (შვედ. Uddevalla) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში. თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 31 212 ადამიანს შეადგენს.[1] მდებარეობს ბიფიორდენის უბესთან, სკაგერაკის სრუტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი პლაჟები გამოირჩევა ნიჟარების განსაკუთრებული სიუხვით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
უდევალა შვედ. Uddevalla | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 58°21′00″ ჩ. გ. 11°55′00″ ა. გ. / 58.35000° ჩ. გ. 11.91667° ა. გ. | ||
ფართობი | 16,92 კმ² | ||
მოსახლეობა | 31 212 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 845 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0522 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.uddevalla.se/ | ||
უდევალას გააჩნია პატარა პორტი. ერთ დროს აქ ფუნქციონირებდა მსხვილი გემთსაშენი, რომელიც 1960 წელს ბოჰუსლენის ოლქში უდიდესი დამსაქმებელი იყო. მაგრამ, 1970-იან წლებში, შვედეთის ყველა გემთსაშენმა რეცესიამ განიცადა, 1985 წელს დაიხურა უდევალის საწარმოც.
ქალაქის სტატუსი უდევალამ 1498 წელს მიიღო, როდესაც ის დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შუა საუკუნეებში ეს ქალაქი სავაჭრო გზაჯვარედინი იყო დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას შორის. ამავე პერიოდში, ის მძიმედ დაზიანდა დანია-შვედეთის ომების შედეგად, მაგალითად, 1519 , 1564 , 1611 და 1644 წლებში ის გადაწვეს ხან დანიელებმა, ხანაც შვედებმა. 1658 წელს შედის შვედეთის შემადგენლობაში.
XVIII საუკუნეში ქალაქის აყვავების პერიოდი დეგბა, რაც უკავშირდება რკინის, ხე-ტყისა და თევზის მრეწველობა-ექსპორტს. მიუხედავად ამისა, ტროლჰეტანის არხის გახსნის შემდეგ, უდევალის მნიშვნელობა ეცემა, 1806 წლის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ კი იგი თითქმის მთლიანად განადგურდა. განვითარების ახალი იმპულსი მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს განოჩნდა — ტექსტილის წარმოება და გემთმშენებლობა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- article Uddevalla, from NF
- Uddevalla Gymnasieskola Official site for Uddevalla Gymnasieskola
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.