ზაფხულის ნაბუნიაობის ზეიმი

(გადამისამართდა გვერდიდან ზაფხულის ნაბუნიობა)

ზაფხულის ნაბუნიობის ზეიმიწარმართული და ზოროასტრიული ზეიმი, ყველაზე მოკლე ღამე წელიწადში. ეს დღე ევროპაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება, თუმცა ყველასათვის საერთოა კოცონის დანთება და მკითხაობა.

სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშვნის ტრადიციები

რედაქტირება

შვედები: მიდსომარი

რედაქტირება

1953 წლიდან შვედეთში „შუა ზაფხულის“ ზეიმი 19 ივლისიდან პირველივე შაბათ დღეს აღინიშნება. ისინი ძირითადად მაისის ხეს აღმართავენ და ალამაზებენ.

უძველესი ტრადიციით, ღამის სეირნობიდან დაბრუნებულ ქალიშვილებს შვიდი სახეობის ყვავილი უნდა მოეკრიფათ და ბალიშის ქვეშ ამოედოთ, რათა საბედო დასიზმრებოდათ.

ლატვიელები

რედაქტირება

ლატვიელები ამ დროს ლიგოს ზეიმობენ.

ისლანდიელები

რედაქტირება

ისლანდიაში ნაბუნიობის ღამეს 19 სხვადასხვა დაავადებისგან განკურნება მიეწერება.

სლავები: ივან-კუპალას დღე

რედაქტირება

აღმოსავლეთ და დასავლეთ სლავები ამ დღეს ივან-კუპალას ზეიმობენ. ტრადიციის თანახმად უნდა ებანავათ, კოცონი დაენთოთ და ზედ გადამხტარიყვნენ, რათა სნე და ავადობა ცეცხლში ჩაეყარათ. მკითხაობდნენ. სწორედ ამ ღამეს უნდა გაშლილიყო გვიმრა.

ფინელები: იუჰანუსი

რედაქტირება

ფინელები იუჰანუსს უწოდებენ ამ დღეს იოანე ნათლისმცელის სახელიდან გამომდინარე. იუჰანუსი ერთ-ერთი ოფიციალური სახელმწიფო ზეიმია 1934 წლიდან. ამ დღეს აღმართავენ დროშებს. ეს დღე საეკლესიო დღესასწაულიც არის — იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა. „უჰანუსი“ ტრადიციულად 24 ივნისს აღნიშნებოდა, მაგრამ 1955 წლიდან 19 ივნისის შემდეგ პირველივე შაბათს ამთხვევენ და ხან 20 უწევს, ხან 26. ასეთივე ცვლილება მანამდე შვედეთში, ნორვეგიასა და ლატვიაშიც განხორციელდა, თუმცა არა ესტონეთში. ამ დროს სახლებს, ნავებს და ეზოებს არყის ხის ტოტებით რთავენ , დადიან საუნაში და ანთებენ დიდ კოცონს.

გერმანელები: მიტზომერფესტი

რედაქტირება
 
შუაზაფხულის ზეიმი ბერლინში. 1937 წლის ივლისი

გერმანიაში აჩაღებენ უზარმაზარ კოცონს, აწყობენ ცეკვებს და ზეიმის მონაწილები ამ კოცონზე გადახტომას ცდილობენ, მართავდნენ მსვლელობას ჩირაღდნებით. ზეიმი ნაცისტურ გერმანიაშიც კი აღინიშნებოდა. პარტიული ლიდერები ამ დღისასთვის საგანგებოდ „ცეცხლოვან სიტყვას“ ამზადებდნენ ხოლმე.

პორტუგალიელები: წმინდა იოანეს დღე

რედაქტირება

პორტუგალიაში ნაბუნიობას წმინდა იოანეს დღე აღინიშნება (პორტ. Festa de São João). კათოლიკე პორტუგალიელებს სჯერათ, რომ წმ. იაონეს კოცონს გამწმენდი ძალა აქვს.

ლიტერატურაში

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება