საამები (თვითსახელწოდება — კილდ. са̄мь, საამ.-ჩრ. sámit, sampelaš; ფინ. Saamelaiset, ნიუნ. Samar, შვედ. Samer), ლოპარები (მეზობელი ერები: ფინელები, სკანდინავიელები და რუსები მათ ლოპარებსაც „lappar“ ან „lapper“ უწოდებენ, რაც ფინურად ეტიმოლოგირდება, როგორც „ნაპირა მიწის მცხოვრებნი“), ლაპლანდიელები — ეთნიკური ჯგუფი ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და რუსეთში (კარელიაში). XX საუკუნის დამდეგს საამების საერთო რაოდენობა 31 ათას ადამიანს შეადგენდა. დღეისათვის საამების საერთო რაოდენობა 85 ათასიდან 130 ათასამდე მერყეობს.

საამები
საერთო მოსახლეობა
დაახ. 137,477
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ლაპლანდია 63,831-107,341
დროშა: ნორვეგია ნორვეგია 37,890–60,000[1][2]
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 30,000[3]
დროშა: შვედეთი შვედეთი 14,600–36,000[2][4]
დროშა: ფინეთი ფინეთი 9,350[5]
დროშა: რუსეთი რუსეთი 1,991[6]
დროშა: უკრაინა უკრაინა 136[7]
ენები საამური ენები, რუსული ენა, ნორვეგიული ენა, ფინური ენა, შვედური ენა
რელიგიები ლუთერანობა, მართლმადიდებლობა, შამანიზმი

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

რედაქტირება
 
საამის ხალხის სამშობლო

სამის ხალხი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელსაც თავად უწოდებდენ „საპმის“ ან „სამე–ეატნამს“. ამ რეგიონებს უცხოელები „ლაპლანდიას“ ან „ლაპპს“ ეძახიან. თუმცა სამელების ტერმინსა და „ლაპპს“ შორის ჯერ არცერთია დომინანტური. ტერიტორიები სახელად „ფინმარკი“ და „ლაპმარკი“ არის საპმის მხოლოდ მცირე ნაწილი. ამჟამად სამის ხალხი ცხოვრობს ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის ჩრდილოეთ ნაწილებში ასევე კოლის ნახევარკუნძულზე (რუსეთი). ეს არეალი მოიცავს არქტიკულ და სუბარქტიკულ რეგიონებს რომელთა კლიმატზეც გავლენას ახდენს გოლფსტრიმის თბილი დინება, ამის გამო ზამთარში ტემპერატურა ძირითადად –40 °C მაღალია (სამის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში მზე ხანდახან რამდენიმე თვე არ ჩანს), ხოლო ზაფხულში ტემპერატურა 25 °C აღწევს (ხანდახან მზე არ ჩადის რამდენიმე თვის განმავლობაში).

დემოგრაფია

რედაქტირება

სამის ხალხის ადეკვატური აღრიცხვა არასოდეს ჩატარებულა. რადგან ამ აღრიცხვის შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რა კრიტერიუმის მიხედვით მივიჩნევთ ადამიანს სამის საზოგადოების წევრად. 1982 წლის მონაცემებით ნორვეგიაში არის 60 000 – 40 000 სამი, შვედეთში 15 000, ფინეთში 4 000, ხოლო რუსეთში 2 000. ამ ადამიანების 70% ლაპარაკობს სამიზე (სამის ხალხის ენა) ხოლო მათი 10% არის ირმის მომშენებელი. დაახლოებით 7 000 სამისთვის ირმების მოშენება არის ერთადერთი საქმიანობა. დაუზუსტებელი ინფორმაციით სამის ხალხს ჰყავს დაახლოებით 450 000 ირემი. მართალია სამის ხალხის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ჩრდილოეთში, მათი ნაწილი საცხოვრებლად გადავიდა იმ ქვეყნის დედაქალაქშიც რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ. ეს მიგრაცია განსაკუთრებით ძლიერი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.

სამის ენა არის ურალური ოჯახის ფინურ-უნგრული რტოს დასავლური დანაყოფი. მისი უახლოესი ლინგვისტური ნათესავები არიან ფინური, ესტონური, ლივონიური, ვოტური, ვეპი, მორდვინი, მარი, და პერმანიული. სამის დიალექტები განაწილებულია ბუნებრივი რესურსების გეოგრაფიის მიხედვით. ეს განაწილება არ ემთხვევა თანამედროვე სახელმწიფოების საზღვრებს. მისი მრავალფეროვნება დამოკიდებულია მათ ცხოვრების წესზეც. სამის ენა ორმოცდაათ დიალექტს მოიცავს, რომელნიც სამ ჯგუფად არიან დაყოფილი: აღმოსავლეთის, ცენტრალური და სამხრეთის. ამ სამი ჯგუფის დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებს სხვა დიალექტის გაგება არ შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ დღეისათვის სამის ხალხთა უმეტესობამ იცის იმ ქვეყნის ენაც, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობენ. სამი განსაკუთრებით მდიდარია ირმის დასახასიათებელი სიტყვებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა ფერს, ზომას, რქის ფორმას, ბეწვის ტექსტურას. ასევე ირმის ქცევებს: თუ რამდენად მოთვინიერებულია ირემი, რამდენად კარგად გამოსდის მარხილის გაწევა. საგულისხმოა, რომ არსებობს სხვადასხვა სიტყვა მამრი ირმის სხვადასხვა ასაკის გამომხატველად. ნილს-ასლაკ ვალკეაპაას დაწერილი აქვს ლექსი, რომელიც თითქმის მთლიანად ირმის სახეობების დასახასიათებელი სიტყვებისგან შედგებოდა. სამის ფლექცია მიიღება მარცვალშორისი მუდმივების და სუფიქსების ცვლილებებით. არსებითი სახელების შეერთების, ზედსართავი სახელების ცვლილების და სხვა დიალექტური კონსტრუქციების წყალობით. მორფოლოგია საკმაოდ მდიდარი აქვთ. მისიონერებმა მეთექვსმეტე საუკუნეში ორთოგრაფია ფინურზე, სკანდინავიურსა და რუსულზე დააფუძნეს და გაავრცელეს. მეოცე საუკუნის შუა ხანებში სამის ენის მიმართ სოლიდარობის გამოცხადების შედეგად ეს ორთოგრაფია დაიხვეწა და ერთიანს უფრო დაემსგავსა. სამის დამწერლობა არის რომაული დამწერლობის სისტემას დამატებული რამდენიმე სიმბოლო და დიაკრიტული ნიშანი.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

რედაქტირება

დღევანდელი მეირმე, მეთევზე და შერეული ეკონომიკის სამის ხალხის წინაპრები შემგროვებლები იყვნენ. ისინი შევიდნენ ჩრდილოეთ ფენოსკანდიაში აღმოსავლეთიდან რამდენიმე ათასწლეულის წინ. გზად მათ ჰქონდათ შეხება სხვადასხვა მეჩხრად დასახლებულ ხალხთან და მათ ენებთან ამის შედეგად გაჩნდა დღევანდელი საპმი. შემდგომში მათ მოუწიათ ენობრივი შეხება ჰქონოდათ ფინურ რუსულ და სკანდინავიურ ენებთან. ამ ხალხს სამის ხალხთან პირველი იკონტაქტეს ვაჭრების გადასახადის შემგროვებლებისა და მისიონერების წყალობით. ზოგჯერ იძულებითი ასიმილაციის პროცესი იწვევდა სამის მთელი რეგიონალური ჯგუფების დომინანტურ კულტურაზე გადასვლას ამ პროცესს აჩქარებდა სამის ხალხის ფენოტიპური ერთფეროვნება. მეოცე საუკუნის ბოლოსკენ გავრცელებულმა პლურალისტულმა პოლიტიკამ სამის ხალხს ასიმილაციის საფრთხე მოაშორა. დღეისთვის სამის ხალხს აქვთ მოქალაქეობა და სარგებლობენ ამ სტატუსის ყველა უფლებითა და პრივილეგიით, როგორც განათლების პოლიტიკის, ჯანდაცვის, ასევე რელიგიის სფეროში. ამავდროულად სამის ხალხი აქტიურად უფრთხილდება თავის ეთნეიკურ სტატუსსა და კულტურას.

დასახლებები

რედაქტირება

სამის ხალხის დასახლებები განსხვავდებიან ზომითა და ხანგრძლივობით რადგან ზოგიერთი სამი სეზონურად მოხეტიალეა. მაგრამ ზოგი არ იცვლის ადგილს მათ სოფლებში და დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე ოჯახი ასევე რამდენიმე ათასი ინდივიდი. ამ დასახლებებში სამის მოსახლეობა ძირითადად უმცირესობაშია და მათ ცხოვრების წესზე გავლენას ახდენს ადგილზე გავრცელებული დომინანტური კულტურა. სამის დასახლებები ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე. დასახლებების უმეტესობა მდინარეებზეა რაც ქმნის ზაფხულში ნავით ხოლო ზამთარში ციგით ტრანსპორტირების შესაძლებლობას. თანამედროვე ტრანსპორტი უბიძგებს სამის ხალხს რომ ისინი უფრო შორიშორს დასახლდნენ ხოლო თანამედროვე განათლების ჯანდაცვის და სხვა სოციალური სისტემები კი პირიქით – ცენტრალიზებისკენ. ხანდახან სამის ხალხი ტერმინ სოფელში გულისხმობს ადმინისტრაციულ ან ირმის ფარაზე განკუთვნილ ტერიტორიას და არა სოფელს ტრადიციული გაგებით. არსებობს სამის დასახლებების მრავალი ვარიანტი ტრადიციულად მათ დასახლებებში საცხოვრისები ერთმანეთთან ძალიან ახლოს შენდება. საცხოვრისების და სხვა შენობების (საჭმლის და აღჭურვილობის შესანახი თევზის შებოლვისთვის განკუთვნილი და სხვ.) როლს ძირითადად კარვები და დაწნული ბალახისგან აშენებული სახლები ასრულებენ მაგრამ მათში ასევე გავრცელებულია თანამედროვე სახლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი სტანდარტებისაა მათ აქვთ ცენტრალური გათბობაც კი. საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ირმების მოშენებითაა დაკავებული უფრო მობილურია. მათი საცხოვრისები შედგება ერთი ცენტრალური და რამდენიმე პატარა კარვისგან. ეს კარვები უმეტეს შემთხვევაში ღია ცეცხლის გარშემო არიან აღმართულნი. სანამ კარავს აღმართავენ სამის ხალხი იმ ადგილს ფარავს არყის ტოტებით შემდეგ ირმის ტყავებით და მხოლოდ მერე აღმართავენ კარავს. სახლისთვის საჭირო საგნები ინახება სკივრებში.

ეკონომიკა

რედაქტირება

სამებს მოშინაურებული ჰყავთ ჩრდილოეთის ირემი, თუმცა ის მაინც ნახევრად გარეულია. ირმების მოშენებაში სამის ხალხი იყენებს ძაღლებს. იშვიათად შეიძლება შევხვდეთ თხებს რომლებიც გამოიმუშავებენ რძეს საოჯახო მოხმარებისთვის. ზოგი ოჯახი დაკავებულია ცხვრების და მსხვილფეხა რქოსანის გამრავლებით. თავიდან სამის ხალხი იყო ირმებზე მონადირე და დაახლოებით 1500 წლის წინ მათ მოახერხეს ირმების მოშინაურება. მეირმეობა არჩენს სამის ხალხის დაახლოებით 35%, დანარჩენები დაკავებული არის ნადირობით, თევზაობით, ფერმერობით, ვაჭრობით და სხვ. სამის მეირმეობასთან დაკავშირებით შეიქმნა სტერეოტიპი რომ ისინი მხოლოდ ირმების მოშენებით არიან დაკავებულნი და მსოფლიო ამ ხალხს სწორედ ამ კუთხით იცნობს თუმცა ეს ხედვა სიმართლეს არ შეესაბამება. მარცვლეული კულტურებიდან სამის ხალხს მოჰყავს მხოლოდ ქერი, მეჩვიდმეტე საუკუნიდან კი კარტოფილიც. მეთევზეები ძირითადად იჭერენ ჩრდილოეთის ორაგულს, კალმახს, გოჭალას და ზაფხულობით უფრო პატარა თევზებსაც. საოკეანო მეთევზეობა ძირითადად ორიენტირებულია პიქშას, პალტუსის და სხვადასხვა კამბალასნაირის დაჭერაზე. სოგი სამი ნადირობს ტუნდრის კაკაბზე და სხვადასხვა მტაცებელზე. სამის ხალხი სეზონურად აგროვებს კენკრას.

ინდუსტრიული ხელოვნება და ვაჭრობა

რედაქტირება
 
სამის დანები

სამის ხალხი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჭურჭლის კეთებისას ნედლეულად იყენებს ძირითადად ირმის ტყავს, რქებსა და ძვლებს. სამის მამაკაცები დანის ქარქაშს აკეთებენ ირმის რქებისგან, ამ ქარქაშებში განსაკუთრებული ისაა რომ თითოეულზე არის ამოტვიფრული განსხვავებული დეკორაცია. ასევე ხე არის მნიშვნელოვანი ნედლეული. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არყის ხე რომლისგანაც აკეთებენ ჭიქებსა და სკივრებს. სამელები ასევე დახელოვნებულნი არიან კალათების დაწნაში. სამის დამზადებული ყველა საგანი ბუნებრივად მოპოვებული ნედლეულისგან კეთდება და გამოიყენება არამარტო დანიშნულებისამებრ არამედ ვაჭრობაშიც. მოხეტიალე სამები საკმაოდ აქტიურად არიან დაკავებულნი ვაჭრობით, მაგრამ არამოხეტიალე სამებიც არ ჩამოუვარდებიან მათ. ისინი ვაჭრობენ როგორც ერთმანეთში ასევე ტურისტებთანაც და ადგილობრივ არასამელებთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვაჭრობამ მოიმატა ასევე საგრძნობი მატებაა ტურისტებშიც. სამის ხალხის დიდ დასახლებებს აქვთ დიდი მაღაზიები, ხელნაკეთი ნივთების ცენტრები და მუზეუმებიც კი.

ნათესაობა

რედაქტირება

ნათესაური ჯგუფები და წარმომავლობა

რედაქტირება

ტრადიციულად, ძირითადი მონათესავე ჯგუფი შედგება ირმების მოშენების სფეროში გაწევრიანებული ადამიანებისგან, ასევე სისხლით ნათესავებისგან იმავე თაობაში. მათი შემადგენლობა და ტერიტორია სეზონურად იცვლება. ასეთ ჯგუფებს სიიდა ეწოდება. სიიდას ვარიაციები დღესაც მრავალია, თუმცა ხშირად უფრო დიდ გარე ერთეულებში აერთიანებენ ხოლმე მათ. ცალკეული პირები უერთდებიან ნათესაური ტიპის სტრუქტურებს, რომლებიც შედგება ადგილობრივი მეგობრებისგან, ამხანაგებისგან, თანამშრომლებისგან და ნათლიებისგან. წარმომავლობა არის ბილატერალური. ნათესაობის ტერმინოლოგია ვაჟების და ქალიშვილებს უწოდებენ, შესაბამისად, მამის უფროს და უმცროს ძმებს და დედის დებს. ბიძაშვილ-მამიდაშვილები მოიხსენება როგორც ნახევარ და-ძმად, ორივე განსხვავებული სქესის მიხედვით. ტერმინები ბებია და ბაბუა განზოგადებულია ყველა ხანში შესულ ადამიანთან მიმართვისას.

ქორწინება და ოჯახი

რედაქტირება

ქორწინება

რედაქტირება

მე-19 საუკუნის ბოლოსათვის, სამის ხალხი ცხოვრობდა პატარა ოჯახებში. ვაჟიშვილი ქორწინების შემდეგ გამოეყოფოდა თავის მამას და საკუთარი ოჯახის ეკონომიკის წარმოებას იწყებდა. იშვიათად, იგი ჯერ სიმამრთან ერთად მუშაობდა გარკვეული დროის, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სანამ დამოუკიდებელ საქმიანობაზე გადავიდოდა. ხოლო თუ ოჯახს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, მაშინ იგი სიცოცხლის ბოლომდე მათთან რჩებოდა. მომავალ მეუღლეებს ყოველთვის მშობლები ირჩევდნენ, მაგრამ უმეტესად თანხმობას შვილებისგანაც იღებდნენ. სიძე-პატარძალი ხშირად ერთი სანათესაოდან, მაგრამ სხვადასხვა დასახლებებიდან იყვნენ. ქორწინების ასაკი დაახლოებით 20 წელი იყო და არც ისე იშვიათი იყო, რომ ქალი კაცზე უფროსი ყოფილიყო. ასევე, თითოეულ ოჯახს თავიანთი ნიშანი გააჩნდა, რასაც მეირმე ოჯახები ახლაც იყენებენ საკუთარი ირმების გამოსარჩევად. დღეისათვის, ისინი მონოგამიურები არიან და ბირთვული ოჯახები აქვთ. ზოგჯერ ქორწინდებიან მამიდაშვილები და ბიძაშვილები (დედის მხრიდან), რას ხელსაყრელია მათი გენეტიკისთვის. ძალდატანებითი ქორწინებისას ითვალისწინებენ პარტნიორების საარსებო მოთხოვნილებებს. როდესაც ერთიანდება ორი ირმების მფლობელი, პირუტყვის რაოდენობის განურჩევლად, უნდა იყოს ორივე ოჯახისთვის სარფიანი და შეთანხმებული (გადანაწილებული უნდა ჰქონდეს შრომითი ვალდებულებები, საძოვრების საკმარისი რაოდენობა, სამწყემსის კონტროლი). ამ საზღვრების გათვალისწინებით, ცალკეული პირები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ახლობელ ადამიანებს და ქორწინდებიან მათზე ოჯახური ცხოვრების დაწყების შემდეგ. ქორწინების შემდეგ მიდიან ახალ საცხოვრებელში, თუმცა არაა ეს წესი მკაცრად დაცული, მაგალითად, როცა მემკვიდრეს რჩება სახლი. როდესაც ახლად ჩამოყალიბებული ოჯახი აგრძელებს არსებობას რომელიმე მეუღლის საცხოვრებელში, მეწყვილე ეჩვევა ამ ადგილის. განქორწინება ხდება იშვიათად, როგორც ფორმალური ის არა ფორმალური.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ირმების მომშენებელ ოჯახში თითოეული წევრი, განურჩევლად ასაკისა და სქესის, ფლობს საკუთარ პირუტყვსა და შემოსავალს. სამის მემკვიდრეობა სრულდება სხვადასხვა პრაქტიკით. სამის ტრადიციის მიხედვით, მშობლების საცხოვრებელი ადგილი, პირუტყვი, საძოვრები და სხვა ქონება, მათ შორის პასუხისმგებლობაც მოხუცი მშობლების მოვლაზე, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ყველაზე უმცროს შვილს გადაეცემა.

სოციალიზაცია

რედაქტირება

ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად ბრმად მიბაძვით. მათ იშვიათად აძლევენ ცხად ინსტრუქციას და შენიშვნას. სამის ხალხს ახასიათებს მრავალფეროვნება და ინდივიდუალურობა.

საქმიანობის დანაწილება ოჯახში

რედაქტირება

წარსულში სამის ოჯახის ქალებს გარკვეული შეზღუდვები ჰქონდათ, მაგალითად არ შეეძლოთ მთავარ სადილში მონაწილეობა და თუ კი ვინმე ესტუმრებოდათ, მხოლოდ უმასპინძლდებოდნენ. ასევე, არ შეეძლოთ გარკვეულ რელიგიურ, წმინდა ადგილებთან მისვლა. ამას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს რაც სამური სიტყვის „mugga-ს“ თარგმანზე, რადგან ერთი მხრივ ის ითარგმნება, როგორც „უწმინდური“, მეორე მხრივ როგორც „სულიერად ძლიერი“, „სახიფათო“. ამ შეზღუდვების მიუხედავად, ცოლ-ქმრული ურთიერთობები და მოვალეობები დამოკიდებული იყო სამის ცხოვრების პირობებზე, რომელსაც ჩრდილოეთის ბუნება ართულებდა. ოჯახი უმეტეს დროს დასახლების სხვა ოჯახებთან კავშირის გარეშე ატარებდა, რაც ცოლ-ქმარს თანაბარ პირობებში აგდებდა. მაგალითად ბავშვების აღზრდის, საკვების მოპოვების მხრივ და ა.შ. ამიტომ, საქმის მკაცრად განსაზღვრული წესები სქესის მიხედვით არ არსებობდა, უბრალოდ გარკვეულ საქმიანობას რომელიმე მათგანი უფრო ხშირად ასრულებდა. მაგალითად, მამაკაცი წევრები მეირმეობას, მონადირეობას და ნავების, მარხილებისა და სხვადასხვა იარაღის დამზადებას მისდევდნენ. ქალები კი დაკავებულნი იყვნენ საჭმლის მომზადებით, ტანსაცმლის კერვით, ხორცის დაკონსერვებით, თევზაობით.

რელიგია და გამოხატვის კულტურა

რედაქტირება

რელიგიური რწმენები

რედაქტირება

გაშმაგებული შამანობის ტრადიცია გაუქმდა, თუმცა არა საფუძვლიანად, ადგილობრივ ტაძრებში, რომელთა მისიონერული საქმიანობა ნომინალურად გადაკეთდა მრავალ სამის ხალხის მოსახლეობის ადგილას მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს. სამის უმეტესობა მიეკუთვნება ევანგელისტურ ლუთერანულ რწმენას, მაგრამ ზოგიერთი ინარჩუნებს სინკრეტულ წესდებას, რომელსაც ჰქვია ლაესტადიანისმი. სამის ტრადიციების მიხედვით, განსხვავდებიან სულები გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. შამანის საზეიმო დასარტყმელი საკრავი დაკავშირებულია კოსმიურ ძალებთან როგორიცაა, სივრცე, დრო ამიდი, ასევე ცხოველებთან. სამის ხალხური შემოქმედება მოიცავს უხვ მიმართვებს ჯოჯოხეთში მოხვედრილ ხალხთან და ასევე დიდი ქანდაკებების აგებას. ტრადიციული სამის რელიგიაში, ორივე, სულიერ და არასულიერ ობიექტებსაც გააჩნიათ სული. მღვდელს ან შამანს ერქვა ნოაიდი, ის წარმოადგენდა შუამავალს მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის. ის ხშირად სულებს ესაუბრებოდა და რჩევებს ეკითხებოდა. ამ რიტუალის დროს ის უკრავდა სამის ნაციონალურ დასარტყამ ინსტრუმენტზე და სპეციალურ შელოცვას კითხულობდა რომელსაც იოიკი ერქვა. იოიკი სამის ტრადიციული მუსიკაა. დროთა განმაბვლობაში სამის ხალხი გადავიდა ქრისტიანულ რელიგიაზე. დღესდღეობით ეს ხალხი ლუთერანული რელიგიის ჩრდილოელ ხალხებს მიეკუთვნება. თავიდან ლუთერანული ეკლესია სამის ხალხს დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებდა და იმასაც კი აიძულებდა, რომ შვილებისთვის ქრისტიანული სახელები დაერქმიათ. სამი წლების განმავლობაში ამ წნეხს უძლებდა. შვილებს ორ სახელს არქმევდნენ ერთს ქრისტიანულს ხოლო მეორეს ტრადიციულ სამიურ სახელს. სამის რიტუალები თავისი ტრადიციული სახით იშვიათად თუ შეგვხვდება, თუმცაღა ბევრი რამ აქვს შემორჩენილი. სამყაროს განვითარებასთან ერთად მათ მოუწიათ ბევრი რამის შეცვლა თავიანთ ტრადიციებში. დღისათვის სამის ხალხი ძირითადად მონაწილეობას იღებს ლუთერანულ რიტუალებში, რომელიც დასავლურ კულტურაში საკმაოდ გავრცელებული და ნაცნობია. ეს რიტუალები სამის ხალხს აქვთ თავიანთ კულტურაზე მორგებული და ამის შედეგად ლუთერანულისა და ტრადიციული სამის რიტუალების სინთეზი ხდება. ეს არის მათთვის ერთ-ერთი გზა გადაარჩინონ თავიანთი ტრადიციები ინდუსტრიალიზებული სამყაროსგან.

ლოპარული ღმერთები

რედაქტირება
 
ჭექა-ქუხილის ღმერთი თორა ან ჰორა

ჭექა-ქუხილის ღმერთი თორა (ჰორა) Horagalles, Aija, Tiermes

პასუხი იმაზე თუ ლოპარებს ნასესხები აქვთ თუ არა იდეა ჭექა-ქუხილის ღმერთზე და ზოგადად მთლიან „ჭექა-ქუხილის“ კულტზე სკანდინავიური კულტურიდან, მაგალითად ა. ოლრიკი და კ. კრონი დადებით პასუხს სცემენ, მათი აზრით, ბევრი დემაგოგია არ სჭირდება ამ ყოველივეს გამოსარკვევად, საჭიროა მხოლოდ ისტორიული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეხედვა ამ საკითხზე. ორივეს ოლრიკსაც და კრონსაც თავიანთი პოზიციების გასამყარებლად უპირველესად ახსენებენ, რომ ლოპარების ჭექა-ქუხილის ღმერთის სახელის პირველი ნაწილი, „თორა“ ან „ჰორა“ არის სკანდინავიური წარმოშობის, ისინი ასევე ამბობენ, რომ ლოპარების „ჭექა-ქუხილის“ ღმერთი სკანდინავიურის მსგავსად, შეიარაღებულია უროთი და ხელკეტით. ლოპარების მითებში, ღმერთების შესახებ, არის რამდენიმე აშკარა სკანდინავიური თავისებურება (მაგალითად, როდესაც ღმერთი დაედევნება და მოკლავს „ტროლებს“) და ა.შ. თუმცა ყველა ეს თავისებურება ეხება არა ლოპარების „ჭექა-ქუხილის“ ღმერთის კულტის ცენტრს, არამედ მის პერიფეტიებს. თუკი ამ კულტის საწყისებს კარგად ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ის უდავოდ ლოპარულია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ღმერთის სახელი და ზოგადად რელიგიური ნასესხები სიტყვები არ შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც გვინდა ვანახოთ თუ როგორ იფანტება რელიგიური იდეები ერთი ხალხიდან მეორეში. ხალხმა, რომც ისესხოს ღმერთის სახელი ან რაიმე სიტყვა თავისი კულტის შესაებ სხვებისგან, ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვცეს იმის უფლება ვიფიქროთ, რომ ზოგადად იდეაც არის გადმოტანილი.

ყველა ეგრეთ წოდებულ „პრიმიტიულ“ ხალხში ჭექა-ქუხილი და მეხი უფრო დიდ ყურადღებას იქცევდა ვიდრე სსვა ზეციური ფენომენები. ჩვენ ამ შემთხვევაში შეხება გვაქვს „Völkergedanke-სთან“, რომელიც როგორც ჩანს წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. რეალური გამომწვევი მიზეზი ჭექა-ქუხილისა, ხომ ძალიან შორსაა მათი ცოდნისგან, შესაბამისად ის ავტომატურად აღიქმება, როგორც ზებუნებრივი. პრიმიტიული ადამიანისთვის ნათელია, რომ ჭექა-ქუხილისა და მეხის, რომელიც ხშირად დიდ ზიანს აყენებს გარემოსა და იწირავს არაერთ სიცოცხლეს, გამომწვევი მიზეზი დაკავშირებულია ღრუბლებს მიღმა მცხოვრებ არსებასთან (არსებებთან). თუკი ხალხმა დაიჯერა, რომ ეს არის მხოლოდ ერთი არსება, იქმნება მონოთეისტური რელიგია, და ჩნდება წარმოსახვა თითქოს ეს არსება თავისი ხელკეტით, ხმლითა თუ მშვილდით ესვრის გავარვარებულ ისრებს ადამიანებს და ნელ-ნელა ყალიბდება ჭექა-ქუხილის კულტი. ლოპარების შემთხვევაში წარმოიშვა ჭექა-ქუხილის ღმერთი „ტიერმესი“.[8]

მზის ღმერთი ბეივი (Päive, Beiwe)

რედაქტირება

ჭექა-ქუხილის ღმერთ „ტიერმესთან“ ერთად, მზის ღმერთი ბეივი (Päive, Beiwe) მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს ღმერთად ლოპარებში, ამაზე მიგვანიშნებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთის შემდეგ, ყველაზე ხშირად იგია გამოსახული ლოპარების დასარტყამ ინსტრუმენტებზე.მზის ღმერთზეც არსებობს მოსაზრება, რომლის ძირითადი მომხრეები ზემოაღნიშნული ავტორები ა. ოლრიკი და კ. კრონი არის, რომ ამ ღმერთსაც, ჭექა-ქუხილის ღმერთის მსგავსად, სკანდინავიური საწყისები აქვს, ამ თეორიას სხვა თანამედროვე ავტორებიც ემხრობიან. ეს სკანდინავიური თავისებურებები, რომლებიც შეიძლება დავინახოთ ლოპარულ მზის კულტში, მაგალითად პატივისცემა ღმერთის შესაწირისა, ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მზის კულტი მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად ლოპარულია. არც ჰარვას მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვენი ცოდნა ამგვარი ბუნების თაყვანისცემისა არის შეზღუდული სკანდინავიელი ლოპარებისთვის არის სიმართლე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ლოპარების მზის კულტის შესახებ არის ძალიან მწირი და მხოლოდ მოკლე შეჯამება. იმანდრასთან და ზოგადად არქტიკის ოკეანის სანაპიროსთან მცხოვრებ რუს ლოპარებზე, ფელმანი ამბობს „როდესაც მზე ჩადიოდა მათ ჩვევად ჰქონდათ „ღმერთი აღარ ჩანს“ ამ წინდადების წარმოთქმა, და როცა მზე ამოდიოდა დილით ისინი მას ეგებებოდნენ და თავს უკრავდნენ, უბრალოდ ისინი არასდროს აკეთებდნენ ჯვრის ჟესტს,როცა იცოდნენ, რომ მე მათ ვაკვირდებოდი, ისინი მხოლოდ მაშინ აკეთებდნენ, როდესაც ეგონათ, რომ არ ვუყურებდი“ სხვაგან ფელმანი ახსენებს, რომ იმანდრელი ლოპარების წარმოდგენა ღმერთზე, რომელსაც „იბმელს“ ეძახდნენ იყო საკმაოდ დამაბნეველი. სიტყვა „იბმელით“ ისინი აღნიშნავდნენ მზეს, ჭექა-ქუხილსა და ცისარტყელას. „ბეივის“, მზის, სურათი იყო ჭექა-ქუილის ღმერთის, „ატშეს“, მსგავსი გარშემორტყმული ირმების რქებით.[9]

დათვის კულტი და სხვა მაგია

რედაქტირება

ლოპარების მრავალი ტრადიცია და ჩვეულება, რომლებსაც კავშირი აქვს მაგიასთან, შეგვიძლია მათი ძველი რწმენებიდან ავხსნათ.ამის დანახვა განსაკუთრებულად შეგვიძლია „დათვის ფესტივალში“, რომლის რამდენიმე კვალი თანამედროვე ტრადიციებშიც გვხვდება. ფესტივალის რიტუალის მოკლე აღწერილობის ჩამოყალიბება შეგვიძლია, რადგან ის მე-18 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ტარდებოდა. დათვის ზამთრის ბუნაგი არის ნაპოვნი სადაც მონადირემ თავისი ნაკვალებით წრე დატოვა - დათვი გარშემორტყმულია. ნოაიდი (შამანი) შემოჰრკავს თავის დოლს და ისარი გასრიალდება აკანკალებულ მემბრანაზე თავისი დაჟინებული და მაძებარი მზერით. ფიგურები დოლზე მკრთალად ანათებენ წითლად, და მათ შორის არის დათვიც, ერთადერთი კითვაა... იქნება თუ არა ეს ნადირობა წარმატებული? ტრანსში ჩავარდნილი ნოაიდის სახე შუქით ივსება და შემდეგ ის წყნარდება,ეს კარგის ნიშანია. მონადირე იძვრება, ვინც შემოსაზღვრა დათვი გზას უძღვება, რომელსაც ჯადოსნური რგოლი აქვს კვერთხზე, ამის შემდეგ მონადირეები უშიშრად ვარდებიან დათვს თავიანთი შუბებით. მართალია ეს ძალიან სარისკოა, მაგრამ მათ სწამთ, რომ უმაღლესი ძალაა მათთან, და როდესაც საშიშ მხეცს მოკლავენ მონადირეები იწყებენ ჯუოიგოს სიმღერას - დათვის სიმღერის პირველ სტროფს. დათვს პატივსცემენ და ეგებებიან, მას მადლობას უხდიან, რადგან მან თავი დათმო ისე, რომ არცერთი მონადირე არ დაუსახიჩრებია ან მოუკლავს.[10]

ლოცვები და შელოცვები

რედაქტირება

როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ლოპარების ჩახლართულ დათვის ფესტივალს, თავისი მრავალფეროვანი მოქმედებებითა და დრამატული წარმოდგენებით, რომელიც შეიცავს დაახლოებით 50 სიმღერას და იმღერება სხვადასხვა მელოდიების თანდართვით, ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს საკუთარ თავთან კითხვა თუკი შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ცერემონიებს არ ჰყავდეთ ანალოგი ლოპარული ცრურწმენების სხვა ნაწილებში. და მაინც, დათვის ფესტივალის იქით, ძალიან მცირე რამ ვიცით ლოპარულ ლოცვებზე და შელოცვებზე. სავარაუდოდ ეს არ არის განპირობებული მათი სიმცირის გამო, მაგრამ მათი საიდუმლოდ შენახვის გამო, რამაც არ მისცა საშუალება ჩვენამდე მოღწევისა. ორივე დიდი და პატარა ჯადოქრები ყოველთვის ეჭვისთვალით უყურებდნენ თავიანთ შელოცვებს. როდესაც კარლ აქსელ გოთლუნდმა 1817 წელს შვედეთში ანახა ფინელ ფერმერებს შელოცვები, რომელიც ჩაწერილი ჰქონდა ფინეთში სავოს პროვინციაში ყოფნისას, ერთ-ერთმა ფერმერმა განაცხადა რომ სავოში ზედმეტად სულელებად მიიჩნევენ მათ ვინც თავიანთ შელოცვებს ამხელენ. ზოგადი წესი შემდეგნაირია, თუკი შენ სხვას გაუმხელ შელოცვას, მას ძალა ეკარგება, ყოველშემთხვევაში თუკი ის ადამიანი შენზე უფროსია მაშინ მაინც. სწორედ ამიტომ არის შელოცვები გასაიდუმლოებული, რიტუალმა შეიძლება თავისი მაგიური ძალა დაკარგოს თუკი მას გაუმხელენ სხვას. ხელსაყრელ გარემოებებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ  პროფესორმა რავილამ შეძლო და მოახერხა უამრავი ტექსტის ჩაწერა, რომელიც ადგენს ერთ დიდ წარმართულ წიგნს, ადამიანებისგან, რომლების მშობლებიც იყვნენ უტსჯოკიდან. ეს ტექსტები იმდენად უნიკალურია, რომ ყველას უჩნდება ცდუნება კითხვისა, მოქმედებს თუ არა ეს შელოცვები.[11]

ლოპარების მოქცევა და ეკლესია ლაპლანდიაში

რედაქტირება

ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში, ბოსნიის ყურესთან, არსებობდა ქრისტიანული დაჯგუფებები, რომლებიც დაარსებული იყო ფინელი ახალმოსახლეების მიერ. „კემის“ სამრევლო, რომელიც მოიცავდა მთელ ჩრდილო-ოსტერბოტენს, ტორნიოს ვაკის გარდა, და მე-15 საუკუნემდე , ასევე ლისა და Pudasjärvi-ს, დაარსდა 1250 წელს, ის პირველად, როგორც სამრევლოდ მოხსენიებულია 1329 წელს; ტორნიო ნახსენებია, როგორც სამლოცველო 1345 წელს, ხოლო, როგორც დამოუკიდებელი სამრევლო 1477 წელს, მაგრამ ეკლესია და მღვდელმსახურება ტორნიოში 1316 წელს უკვე არსებობდა. დიდი ხნის განმავლობაში ბირკარლსის ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეების ყბებში იყო მოქცეული.ძალიან დიდი ალბათობით ტორნიოსა და კემის უბნებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ლოპარები, მდინარეებს შორის არსებულ ტყეებში მაინც, და ისინი უდავოდ იყვნენ ადრეული ახალმოქცეულები ქრისტიანებად. როდესაც უფსალას მთავარეპისკოპოსი ტორნიოს ეკლესია მიუძღვნა 1345 წელს, მან მონათლა რამდენიმე ლოპარი. ბირკარლი არ იყო დაინტერესებული ლოპარების მოქცევაში, პირიქით, ისინი ამის წინააღმდეგები იყვნენ, რადგან ეშინოდათ, რომ მოქცეული ლოპარები ეცდებოდნენ მათი პატრონობიდან გათავისუფლებას და შეწყვეტდნენ გადასახადების გადახდას. სავარაუდოდ სავოში მცხოვრები ლოპარები, რომლებიც ნახსენები არიან მე-16 და მე-17 საუკუნეების დოკუმენტებში, გაქრისტიანებულები იყვნენ მაგ დროისთვის.[12]

რელიგიური პირები

რედაქტირება

მამაკაცი პასტორები ატარებენ საღვთო მსახურებას ლუთერანულ ეკლესიებში სამის უმეტეს ტერიტორიებზე, თუმცა ასევე ვხვდებით ლაესტადიური რელიგიური პირებსაც სამის და ფინურ მოსახლეობაში. ლაესტადიური რელიგიური პირები ასევე მოღვაწეობენ ხალხური მედიცინის სფეროში და არიან მამრობითი სქესის. თვითგამოცხადებული შამანები არიან ორივე სქესის წარმომადგენლები მსახურებენ სამედიცინო და მაგიურ დარგში ნათესავებისა დამეგობრებისთვის. თუმცა არა ყველა მკურნალია შამანი, და არა ყველა შამანია მკურნალი.

ცერემონიები

რედაქტირება

ყველაზე გულმოდგინედ დამუშავებული ცერემონია ძველ დროში იყო დათვზე ნადირობა, რაც გავრცელებულ იყო პოლუსთან მცხოვრებ ხალხში. სამი აღასრულებს ჩვეულებრივ ქრისტიანულ რიტუალებს. ლაესტადიური შეხვედრები ტარდება ისეთ ადგილებში სადაც საეკლესიო მსახურება ტარდება და ასევე საერო შენობებსა და სახლებში. განკურნების რიტუალები, ლაესტადიური თუ შამანური, ჩვეულებრივ ტარდება პაციენტის სახლში.

სიკვდილი

რედაქტირება

სამის ხალხს აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი, განსაკუთრებით მამაკაცებში. ძველად სამი ბავშვის გაჩენისას შამანს გარკვეულ საფასურს უხდიდნენ იმისათვის რომ ბავშვი ჯანმრთელი გაზრდილიყო. სიცოცხლისადმი ასეთი მიდგომის გამო ოთხმოცს მიღწეული სამებიც აქტიურ შრომას ეწევიან. ადრე გავრცელებული იყო ოჯახისთვის გამოუსადეგარი და მოხუცი ოჯახის წევრების გაგზავნა სასიკვდილო მოგზაურობაში. დღეს სამი ხალხს კრძალავს თავისი ქვეყნის ტრადიციის მიხედვით. მათ არ აქვთ რწმენა–წარმოდგენები სიკვდილის მიღმა სამყაროზე. ქრისტიანობამდელ ხანაში მათი გაყინული და ქვაღორღიანი მიწა საფლავების გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა ამიტომ მკვდრები ხისგან გაკეთებულ სამარხში იკრძალებოდნენ.

ხელოვნება

რედაქტირება

სამის კულტურას ახასიათებს მდიდარი ამბის თხრობის ტრადიცია. ასევე არსებობს სამის თეატრები, პუბლიკაციები, ხელოვნებისა და პროფესიული ორგანიზაციები. სამის ხალხის ღია ცის ქვეშ გართობის ტრადიციები დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობებთან, რომლებიც მათი გამძლეობის დონეს ზრდის. მაგალითებია: ლასოს სიზუსტით და რაც შეიძლება შორს ტყორცნა. ჩრდილოეთის ირმებშებმული მარხილებით რბოლა. სამის ერს აქვს სამაგიდო თამაში, რომელიც უკვე იშვიათობას წარმოადგენს. მას „ტაბლო“ ჰქვია. ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი ირჩევს ან მგელს ან მელას, მეორე კი მონადირეს. შემდეგ ისინი ქვებს გადაადგილებენ დაფაზე და თამაშის მიზანია მონადირემ დაიჭიროს ნადირი, სანამ ის „შეჭამს“ მონადირის ყველა ფიგურას. ყველაზე უტილიტალისტური ხელოვნება და მრეწველობა სრულდება ყველას მიერ, როცა სპეციალისტები, როგორიცაა დანებისა და კალათების ოსტატები, ვერცხლმჭედლები ემსახურებიან დეკორატიული ნაწარმის შექმნას. ზაფხულის ტურიზმი და ექსპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი ეკონომიკისთვის. გაყალბებისგან თავის დასაცავად სამის ოსტატები ნიშნავენ თავიანთ ნაწარმს სპეციალური ნიშნით. მრავალმა სამიმ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება არატრადიციული გრაფიკული ხელოვნების ფორმებში და ლიტერატურაში. ვოკალური ხელოვნება წარმოდგენილია საგალობლის მსგავსი იოიკით, რაც ცნობადი მუსიკალური ფორმა გახდა.

ახლო წარსულში აღდგა სამის მუსიკალური ტრადიცია, რომელიც ძირითადად მოიცავს მსუბუქ, არააკომპანირებულ სიმღერას იოიკს. მისი ტექსტი შეიძლება შეიცავდეს იმპროვიზებულ სიტყვებს ნებისმიერი თემის შესახებ. მთავარი მნიშვნელობა კი მუსიკალურ მხარეს ენიჭება. იოიკი ჰგავს ადგილობრივი ამერიკელების მიერ სპეციფიკური განწყობისა თუ ემოციის „მელოდიზირებას“. სამიურ ფოლკლორულ ჟანრში მოღვაწე შემსრულებელი ურსულა ლენსმანი იოიკის შესახებ ამბობს: „იოიკი არ არის უბრალო აღწერა. ის ცდილობს სრულად დაიჭიროს თავისი თემა: ის არის, როგორც ჰოლოგრაფიული, მრავალ-განზომილებიანი ცოცხალი სურათი, რეპლიკა და არა უბრალო ბრტყელი ფოტოგრაფია ან ვიზუალური მეხსიერება. ის არ არის რაიმე თემის შესახებ, ის თავად არის ეს თემა. მას არ აქვს დასასრული ან დასაწყისი. იოიკს არ სჭირდება სიტყვები, რადგან მისი თხრობის ხიბლი სიცოცხლისეული ისტორიის სიმღერით გადმოცემის უნარშია.“ ჩვენთვის ცნობილ დასავლეთის მუსიკასა და იოიკს ერთმანეთისაგან განასხვავებს ხმოვანება და სტრუქტურა. დასავლეთური მუსიკისგან განსხვავებით, მუსიკალური ინსტრუმენტები, გარდა დასარტყამისა არ გამოიყენება. ხშირად იოიკის მსვლელობისას მომღერალი ტონს თანდათანობით მაღლა წევს, რასაც ინსტრუმენტებით აკომპანირება შეუძლებელს გახდიდა. დასავლური მუსიკისგან განსხვავებით, იოიკს ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს. მისი თავდაპირველი ფუნქცია სოციალურია: მოგონებების გაზიარება, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარება, თვით-გამოხატვა, ირმების დამშვიდება და მგლების შეშინება. ტრადიციული იოიკის კოლექციები არ მოიპოვება, მათი ინდივიდუალიზირებისა და პრივატულობის გამო. ადამიანის მიერ ნამღერი იოიკს მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახი ისმენს. მეცნიერები იოიკს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს მუსიკალურ ტრადიციად თვლიან. სამის ხალხს ასევე აქვს საკუთარი ლერწმისგან გაკეთებული, მილის ფორმის ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტი.

ფოლკლორი

რედაქტირება

ტრადიციულად, სამის ხალხს მიაჩნდათ, რომ სპეციფიკური სულები ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ ადგილებთან და გარდაცვლილებთან. მრავალი მათი მითი და ლეგენდა ეხება მიწისქვეშეთს. სხვებში კი გარეულია სტალოები, ტროლების მაგვარი გიგანების რასა, რომლებიც ან ჭამდნენ ადამიანებს ან რკინის მილაკების მეშვეობით მათ ძალას სწოვდნენ. ბევრ ლეგენდაში სამის ხალხი გონივრულად ატყუებდა სტალოებს. მორიგი ნეგატიური პერსონა სამის ფოლკლორში არის სტალუ, ის არის ბოროტი პერსონა რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოევლინოს მოთხრობებში. სამის მითოლოგია პირდაპირ უკავშირდება იმ უხეშ და მკაცრ გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მითი მათი შექმნის შესახებ ყვება ისტორიას ზუსტად ამის შესახე. მითის თანახმად იყო საშინელი გიგანტი სახელად ბიეგოლმა, „ქარის კაცი“. როდესაც დრო დაიწყო ბიეგოლმამ შექმნა საპმი, რეგიონი სკანდინავიის ნახევარკუნძულის ჭრდილოეთით. ამ არსებას ჰქონდა ორი გიგანტური ნიჩაბი, ერთის მოქნევით ძლიერი ქარი წარმოიქმნებოდა, ხოლო მეორეთი კი ისეთი რაოდენობის თოვლი მოჰქონდა, რომ არავის შეეძლო იქ ცხოვრება. ერთხელაც ბიეგოლმას ერთ ერთი ნიჩაბი გატყდა, რის გამოც საპმის ტერიტორიაზე ქარი ჩადგა და სამის ხალხმა შეძლო ტერიტორიის ათვისება. სამის ერთ ერთი ლეგენდა მისდევს სამის წინაპრებს მზემდე. შუა მეცხრამეტე საუკუნეში სამის ხალხის მინისტრმა, ანდერს ფიელნერმა, ჩაწერა ეპიკური მითური პოემა, რომელშიც მზის ქალიშვილმა სამის სახმარების მიზნით მათ ირემი გაუგზავნა. ასევე ლეგენდის თანახმად მზის ვაჟს ჰყავდა სამი ვაჟი რომლებიც იყვნენე სამის ხალხის წინაპრები. მათი სიკვდილის შემდეგ კი ისინი ვარსკვლავებად გადაიქცნენ რომლებიც ორიონის სარტყელზე მოჩანან. სამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკლორული ამბავი არის „გზამკვლევის“ შესახებ. ლეგენდის თანახმად სამის ერთ-ერთ სოფელს შეუტა მოთარეშე ტომმა, რომელთაც ერქვათ ტიუდები. სოფელი მთელი თავისი ძალით იბრძოდა, თუმცა ტიუდები ბევრად მეტნი იყვნენ და საბოლოოდ ყველა სამი მოკლეს ერთის გარდა, ის იყო პატარა ბიჭი. შემდეგ ტიუდებმა ამ ბიჭს აიძულეს სხვა სოფლამდე გზა გაეკვლია შემდეგ სოფლამდე, რათა შემდეგი სოფელიც გაენადგურებინათ როგორც ამ ბიჭის სოფელი. შწუხებული ბიჭი მათ დათანხმდა. ბიჭი ტიუდებს ღამე გაუძღვა მთებში, მთის მწვერვალზე ტიუდებმა გადაწყვიტეს დილას დალოდებოდნენ, რადგან ეშიდოდათ ქვემოთ ჩამოსასვლელი გზა არ დაეკარგათ. სამის ბიჭი კი ცდილობს ისინი გადაარწმუნოს და გამოიყოლოს გზაზე. ის ამბობდა, რომ მთა ძალიან კარგად იცოდა და მათ ჩირაღდნების მეშვეობით გაუძღვებოდა. ბიჭმა ასევე ურჩია ერთმანეთზე ბაწრით გადაბმულიყვნნ რათა არავინ დაკარგულიყო. ტიუდებს ძალინ გაუხარდათ რომ ბიჭი მათი ლოიალური გახდა. მთიდან დაასაშვებ გზაზე ბიჭი მათ დიდი ხრამისკენ გაუძღვება. ბიჭი გადააგდებს ჩირაღდანს ხრამში და დაიყვირებს მომყევითო. ერთმანეზე გადაბმული ტიუდები კი ერთად გადავარდებიან ხრამში. ეს ისტორია ასევე ეკრანიზებულია ფილმ „გზამკვლევში“.

ბიეგოლმა

რედაქტირება

ბიეგოლმა (ქარის კაცი) არის გიგანტური არსება, ღმერთი, სამის მითოლოგიაში. ეს არსება უკავშირდება სამის ხალხის წარმოშობის ისტორიას. ბიეგოლმა იყო გიგანტური არსება, რომელიც დროის წარმოშობასთან ერთად წარმოიშვა და ფლობდა ორ გიგანტურ ნიჩაბს. ამ ნიჩბების მეშვეობით ის აკონტროლებდა ამინდს საპმიზე (ლაპლანდია). ერთი ნიჩბით მას მოჰქონდა უამრავი თოვლი ხოლო მეორე ნიჩბის მოქნებით ის ქმნიდა უძლიერეს ქარს. ამის გამო ეს ტერიტორია აუთვისებელი იყო, მასზე არავინ ცხოვრობდა. ერთხელაც ბიეგოლმას ნიჩაბი, რომელიც ქარს ქმნიდა, გაუტდა. საპმიზე ქარი ჩადგა და ტერიტორია ათვისებადი გახდა. სამის ხალხი ამ ტერიტორიაზე სკანდინავიის სხვა ნაწილებიდან გადავიდა და ტერიტორიაზე დასახლდა.

სტალო არის სამის მითოლოგიაში გიგანტური, დებილი, ბოროტი, ადამიანისებრი ქმნილება. ის სამის მითებში ბევრ როლს თამაშობს, როგორც ანტიგმირი. ეს არსება ჭამს ადამიანებს ან სასიცოცხლო ენერგიას სწოვს. იმის გამო რომ ეს არსებები ძალიან დებილები არიან, ხშირად ადამიანებს მათზე უპირატესობა აქვთ მოპოვებული. ვინდელფალენის ნაციონალურ პარკში ბევრი გიგანტური ნაგებობაა შემორჩენილი, რის გამოც სამის ხალხს სჯერა რომ ეს უძველეი ნანგრებები სტალოს არსებობის ნიშნებია. ეს არსება შეიძლება ჩრდილოური მითოლოგიის ტროლებს ან იოტუნებს შევადაროთ.

დღესასწაულები

რედაქტირება

სამის ძირითადი საორიენტაციო კალენდარი არის ქრისტიანული. ყოველ აღდგომას დიდი ფესტივალი ტარდება კაუტოკეინო, ჩრდილოეთ ნორვეგიაში. ამ დროს ტარდება ტიპური სამის ხალხის გასართობი აქტივობები, ციგით სრიალის შეჯიბრი და იოიკის სიმღერა. ასეთი გასართობი აქტივობები ხშირად სამის ქორწილებშიც შეგვხვდება. დეკემბრის დასაწყისში სამის ხალხი იწყებს ფინური „პატარა შობის“ დღესასწაულისთვის მზადებას. ეს დღესასწაული გრძელდება დეკემბრის 26 რიცხვამდე. ამ დღეს სპეციალურ ხეს რთავენ სანთლებით,ვერცხლის და ოქროს ბანტებით და სხვა დეკორაციებით. დღესასწაულის დასრულებისას საგანგებოდ მომზადებულ კერძს მიირთმევენ, რომელიც ძირითადად ორაგულის, ლორის, ბოსტნეულისა და ბრინჯის პუდინგისგან შედგება. ეროვნულ დღესასწაულებში ასევე შედის საგაზაფხულო დღესასწაულებიც, რომლის დროსაც საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილი სამის ხალხი იკრიბება და ზამთრის დამთავრებას აღნიშნავს.

 
საამი შვედეთიდან

ჩაცმულობა

რედაქტირება
 
საამის ქუდი
 
სამის თათმანი

სამის ხალხის ნაწილი დღეისათვისაც კი იცვამს ნათელი ფერებით შესრულებულ სამის ნაციონალურ ტანისამოსს. ის ყველაზე მარტივად გამოსარჩევია მკაფიო წითელი და ყვითელი ფერის ნაკვთებით მუქ ლურჯ ქსოვილზე, რომელიც დამზადებულია მატყლისგან. ასეთი დეკორაციები გვხვდება კაცის ტანზე მოსაცმელზე (გაკტიზე), ქალის კაბის კიდეებზე და ასევე ორივე სქესის წარმომადგენლის ქუდებზე. მამაკაცის ქუდები განსხვავებულია რეგიონის მიხედვით.ზოგი მათგანი კონუსისებრია ზოგი კი ოთხი კუთხის მქონეა. ქალებს და გოგონებს აქვთ კისერზე და მხრებზე შემოხვეული ყელსახვევები. ამასთანავე თბილი ირმის ტყავისგან დამზადებული ქურთუკი არის ორივე სქესის წარმომადგენლისათვის დამახასიათებელი. სამის ფეხსაცმელი დამზადებულია ასევე ირმის ტყავისგან. იმის გამო რომ სამი წინდებს არ იცვამდა, მათ უწევდათ ქალამნების ბალახით და რბილი მცენარეებით გაეტენათ, რათა ფეხები სისველისაგან და სიცივისგან დაეცვათ.

ისტორიული პერსპექტივით სამის საცხოვრებელ ადგილზე გავრცელებულია სხვადასხვა ტიპის ეკონომიკა, მაგალითად: ირმების მოშენება, ირმებზე ნადირობა, მონადირეობა შეხამებული მეთევზეობასთან ან ზღვის ძუძუმწოვრების დაჭერა. შესაბამისად, თითოეული ეკონომიკის ტიპი გავლენას ახდენს სამის მიერ მოხმარებულ საკვებზეც, იქნება ეს ირმის ხორცი, ნანადირევი, თევზი თუ სელაპი. ირმის ხორცი პროტეინებით აღსავსე რაციონის მთავარი პრუდუქტია. იყენებენ ირმის სისხლსაც, მაგალითად სოსისებისთვის. თევზს თავიანთ ტერიტორიაზე არსებულ ტბებში იჭერენ, მიირთმევა მოხარშული, შამფურზე შემწვარი, დამარილებული, გამომშრალი ან შებოლილი სახით. მათი ბოსტნეულის რაციონი ძირითადად ველური კენკრისაგან შედგება, როგორიცაა მაგალითად C ვიტამინით მდიდარი მიწამაყვალა, ასევე, მოცვი, წითელი მოცვი. გამოიყენება კომერციული ნაწარმიც, მაგ: ცომი, ლიქიორი, ცხენის ხორცი, ლიქიორი და ყავა, რომელიც, ყინვის ატანასა და სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარებათ. სამის ვრცელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს დაიწყო გადასვლა მონადირეობიდან და მეთევზეობიდან მეირმეობაზე. მაგალითად, შვედეთის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ბოლომდე სამის ხალხი მომთაბარე ცხოვრებასა და ირმებზე ნადირობას ეწეოდა. ირემი დიდი ხანია სამის საკვები კულტურის სიმბოლოდ ითვლება და დღეისათვის სხვადასხვა ჩრდილოური ქვეყნების რესტორნები ირმის ხორცის ექსპლუატაციას ეწევიან სამის ტერიტორიის გარეთაც. რომელთა მენიუშიც შეგვიძლია ვნახოთ შემწვარი ირემი (suovas) ან უბრალოდ ხორცის პატარა ნაჭრები სოუზის შემადგენლობაში (renskav). წარსულში სამის ხალხი საკვებად იყენებდა ირმის თითქმის ყველა ნაწილს, მაგალითად: შიგნეულს, დაქუცმაცებულ ჯიქანს, ჩლიქებს და ტვინსაც კი (პურის ინგრედიენტი). ოდესღაც ირმის ყველი დელიკატესად და კომერციულ პროდუქტად ითვლებოდა, გულთან და ენასთან ერთად. სამის ხალხი ტრადიციულად ხორცსა და თევზს ხარშავდა. გამომშრალი თევზი (მაგ. ორაგული და ქარიყლაპია) პურის შემცვლელი და სავაჭრო საქონელი იყო. სამის მომთაბარე საზოგადოებაში კარავში ღუმელი არ ჰქონდათ, ამიტომ მათ მიერ არც თუ ისე ხშირად მოხმარებული პური ნაყიდი ქერისგან მზადდებოდა ცხელ კერიაზე. ადრე სამის ხალხს საუზმე არ გააჩნდა. მე-19 საუკუნეში კი საუზმე ეწოდა ყავის თანხლებით წახემსებას. ტრადიციული კვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ასპექტი იყო შუადღეს ან საღამოს მოხარშული თევზი და ხორცი. მთავარი სადილი კი საღამოს მიირთმეოდა. ირმის დაკვლის შემდეგ სიმბოლური სადილი მზადდებოდა ხოლმე. მას „რენკოკი“ ეწოდებოდა და ძვლის ტვინისგან, ღვიძლისგან, ენისგან ან ცხიმში მოხარშული გულისგან შედგებოდა. ამგვარი საკვების დაგემოვნება ახლაც შეიძლება ლაპლანდიის რესტორნებში. მე-20 საუკუნემდე სამის საზოგადოებაში დათვის წარმატებით მონადირების შემთხვევაში იმართებოდა ნადიმი, რომლის დამახასიათებული საკვებიც მოხარშული ხორცი და მისი ცხიმი იყო. განვითარებამ და ფულის გამოყენებამ სამის კვების კულტურაში შეიტანა დასავლური საკვებიც, რომელმაც თანდათან ყოველდღიური როლი შეიძინა. მაგრამ, ამასთან ირმის ხორცს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ძლიერი სიმბოლური მნიშვნელობა სამის იდენტობის განსაზღვრაში.

სოციალურ-პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

სოციალური წყობა

რედაქტირება

სამის საზოგადოება არის გახსნილი, შემგუებელი და მეტნაკლებად თანაბარი. ირმების მოშენების სექტორში მომუშავე ხალხი უფრო მაღალი ყურადღებითა და პრესტიჟულობით სარგებლობს საზოგადოებაში, ვიდრე სხვები. ზოგიერთ რეგიონში დომინირებენ არა სამი ხალხი, და საერთოდ არ ექცევა ყურადღება არიან თუ არა ისინი მეირმეები. ცენტრალურ ადგილებში მომთაბარე და ბინადარი ცხოვრების წესის მიმდევრები ერთად თანა ცხოვრობენ. სამი ბინადრობენ როგორც საპარლამენტო დემოკრატიებში, ისე სოციალისტურ რესპუბლიკებში. პოლიტიკური წყობა ძველ დროში მოსახლეობის დიდი ჯგუფი, სიიდა, დაფუძნებული იყო რესურსების გამოყენებაზე და მათ ჰყავდათ პირობითი ლიდერი. იშვიათ შემთხვევაში დღესაც ჰყავთ ასეთი ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი თანამედროვე საზოგადოების სამთავრობო სტრუქტურებში, სამიმ ინიციირება გაუკეთა მრავალ ზოგად თუ სპეციალურ საჭიროების პროექტს, რაც საარსებოდ მნიშვნელოვანია მათთვის. სამი ასევე არის მეოთხე სამყაროს მოძრაობის აქტიური მონაწილე 1970-იანი წლების დასაწყისიდან.

სოციალური კონტროლი

რედაქტირება

მეთვრამეტე საუკუნემდე, სოციალური კონტროლი იყო არაფორმალური და შედარებით არაპრობლემატური. იერარქიული რეგულაციის მექანიზმების არარსებობის გამო, ზოგიერთი კანონდარღვევა როგორიცაა ირმის ქურდობა შეიძლებოდა ძალიან გამწვავებულიყო. სასამართლო და რელიგიური სისტემები, რომლებიც ერევა საზოგადოების ცხოვრებაში, სამიმ იპოვა ალტერნატივა ფორმალურ ადმინისტრირებაში და დავებში. თუმცა არაფორმალური კონტროლის გზებიც შეინარჩუნა დარწმუნებით, ხმების გავრცელებით, გრძნეულებით, იძულებითი გადასახლებით.

კონფლიქტი

რედაქტირება

სამის ისტორიაში ვხვდებით შედარებით ცოტა ენდემურ პრობლემებს, ვიდრე კონკურენციით გამოწვეულ კონფლიქტებს, ხშირად ორ ირმების მომშენებელს შორის. გამონაკლისი იყო 1852 წელს მომხდარი ხოცვა-ჟლეტა, სადაც ორი მსხვერპლი იყო არა-სამი. ბოლო დროს, გავრცელდა კონფლიქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს პროტესტი, სამის ტერიტორიაზე არსებული რესურსების (ჰიდროელექტრო ენერგია, წიაღისეული, ხე-ტყე) ხელყოფა საკომუნიკაციო ქსელების მიერ. ასევე, კონფლიქტებს იწვევს მიწების უზურპაცია გასართობი, ტურისტული და სამხედრო აქტივობებისთვის. მნიშვნელოვანია დაბინძურების პრობლემაც, რომელიც ჩერნობილში აფეთქებამ გამოიწვია.

სამუშაოს გადანაწილება

რედაქტირება

დღეისათვის სამის ხალხში შრომა სქესობრივად არაა განსაზღვრული მაგრამ სტატისტიკურად ირმების მოშენებით ძირითადად მამაკაცები არიან დაკავებულნი როცა ქალები სახლის საქმესა და ბავშვების აღზრდას უთმობენ თავიანთ დროს. სიტუაცია სხვანაირია ფერმერ სამებთან. ფერმაში ძირითადად ქალები მუშაობენ და მათ სეზონურად ეხმარებიან მამაკაცები. სხვა სეზონებში ეს კაცები დაკავებულნი არიან ნადირობით თევზაობით ან ვაჭრობით. ქალები ძირითადად არიან რბილი მასალას ამუშავებენ კაცები კი მაგარს. სამის ხალხში მხოლოდ მამაკაცი ყასაბები არიან. ორივე სქესი ითავსებს მზარეულის როლს. უმაღლესი განათლება და არატრადიციული პროფესიები ძირითადად იზიდავენ სამის იმ ახალგაზრდებს რომელთა ოჯახი მოხეტიალე ცხოვრების წესს ეწევა.

მიწათმფლობელობა

რედაქტირება

სამის ირმების საძოვარი ტერიტორიები ფენოსკანდიაში დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყენებენ ტრადიციული სარგებლობის წესებს. ერთი წარმოშობის ხალხის ქვეყანა სამის აძლევს განსაკუთრებულ პრივილეგიას რესურსებზე (საძოვრებზე, სანადირო და სათევზაო ადგილებზე, ხე-ტყეზე) სამეფო და სახელმწიფო მიწებზე. თუმცა, მიწების სახელმწიფოს მფლობელობაში ყოფნას კიდევ აპროტესტებენ სამი ორგანიზაციები. სამის ძველისძველი სხვისი ქონების სამუდამოდ მოხმარების უფლებები აღიარებულია მრავალ მნიშვნელოვან სასამართლო საქმეში. სამის მიწების საკითხი მუდმივად იძიებს მთავრობა და საერთაშორისო სასამართლოებში განიხილება. მართალია მცირე გამონაკლისებით, თუმცა ნორვეგიასა და შვედეთში სამის ხალხის მიერ ირმების ფლობის უფლებები დაცულია. ნებისმიერ ფინეთის მოქალაქეს, რომელიც ფინეთის ირმების სამწყემსო რეგიონში ცხოვრობს, აქვს უფლება გაუძღვეს მეირმეობას. კოლის ნახევარკუნძულზე სამის მწყემსები ადგილობრივებთან ერთად იყენებენ საძოვრებს.

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

პოლიტიკა სამის ხალხთან მიმართებაში

რედაქტირება

სკანდინავიური ქვეყნების პოლიტიკა საამის ხალხის მიმართ მეტად უხეში იყო მეცხრამეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე. ზემოხსენებულ სახელმწიფოებს სურდათ რა, საამის ხალხის დანარჩენ მკვიდრ ხალხებში აღრევა, რაც მათი კულტურის, ენის, მორალის, მენტალიტეტის, მშობლიური მიწების და ტრადიციების დაკარგვას გამოიწვევდა. მთავრობების აზრით, საამის არსებობა და ცხოვრების წესი ნაციონალურ ერთიანობას და სოციალურ განვითარებას ხელს უშლიდა, ვინაიდან მათ არ აწყობდათ ავტონომიური ერების ყოლა ქვეყანაში, სწორედ ამის გამო სურდათ მათი ასიმილაცია ძირითად კულტურასთან. თითქმის ყველა ჩართული სახელმწიფო განსხვავებულად მიუდგა ასიმილაციის აქტს: შვედეთი საამის მხოლოდ გარკვეულ თემებს უპირებდა ასიმილაციას, იმისათვის, რომ გადაერჩინა განათლების სისტემა და საზოგადოებრივი ერთიანობა. რაც შეეხება ნორვეგიას, ეს უკანასკნელი შვედეთისგან განსხვავებით ბევრად მკაცრად მოეკიდა ასიმილაციის იდეას და მთელი საამის შთანთქმაც კი მოინდომა, იმისათვის რომ შეენარჩუნებინა „ეროვნული სიწმინდეები“. რაც შეეხება ფინეთს, ფინეთი ზემოთხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით ნაკლებად იყო დაინტერესებული მოცემული პრობლემით. მეოცე საუკუნის მეორე ნაევვარში სამის მიმართ მთავრობებმა ბევრად უფრო ლმობიერად დაიწყეს პოლიტიკის გატარება. იმის ნაცვლად, რომ ერთიან ასიმილაციაში ჩაეთრიათ მთელი ხალხი, მათ გააცნეს ინდივიდუალური და უნივერსალური ადამიანის უფლებები. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ არ მოიძებნება ისეთი სტანდარტები, რომლებიც ყველას იდეალურად მოერგება და უნივერსალურ ჭრილში მოექცევა. ამ დასკვნამ ძლიერ შეცვალა ორივე მხარის პოლიტიკური და კულტურული მიდგომა, ვინაიდან საბოლოო ჯამში მაინც გახდა ინდივიდუალური მიდგომა საჭირო. საამის ხალხს უდიდესი პროტესტის გრძნობა ამოძრავებდა სახელმწიფოების მიმართ, მიუხედავად დროის ცვლილებისა. მათი უკმაყოფილება ძირითადად გამოწვეული იყო, საამის ხალხის თქმით, მთავრობის მიერ მათი ისტორიული მიწების და მამულების მითვისებით და თავიანთ სახელზე დაკანონებით. ასევე მათ დებულებებში შეხვდებოდით იმ ფაქტსაც, რომ მთავრობამ თითქოს თანხმობის გარეშე მიანიჭა საამის ხალხს საერთო წარმომავლობა. საამის პარლამენტის ჩამოყალიბებამ რადიკალურად ამოაყირავა საერთო პოლიტიკური მდგომარეობა, რადგან მათი ერთგვარად სეპარატისტული, თუმცა დემოკრატიისკენ კი მკაფიოდ მიდრეკილი კურსი გაურკვევლობაში აგდებდა სკანდინავიურ სახელმწიფოებს. დღემდე საამის პოლიტიკური კურსი და მთავრობისგან დამოკიდებულება ვითარდება და უფრო და უფრო მეტ გავლენას იხვეჭს მათ თვალში. მთავრობა რეალურად ლეგიტიმურად ვალდებულია, რომ საამის ხალხი ცალკე ეთნოსად აღიაროს და მიანიჭოს გარკვეული პრივილეგიები, თანაც ისე, რომ სხვა ეთნოსის მქონე მოქალაქეებს შორის ბალანსი არ დაირღვეს უფლებების მხრივ.

 
ადგილი იალასთან ახლოს

ფინურ კონსტიტუციაში ყველაზე ნათლად ჩანს ლიბერალური მიდგომა საამის ხალხის მიმართ. კონსიტუციის მიხედვით ისინი აღიარებულნი არიან, როგორც მკვიდრი ხალხი, უფლება აქვთ ენობრივვი და კულტურული ავტონომია გამოიყენონ საკუთარ მშობლიურ მიწაზე. ნორვეგიასა და შვედეთს რაც შეეხება, ისინი თანახმა არიან მოლაპარაკებები აწარმოონ საამის პარლამენტთან, მაგრამ თითქოს და აჭიანურებენ მათთვის ავტონომიის მინიჭების საკითხს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობა თავს იკავებს ზემოაღნიშნული ფაქტისაგან მისი მეზობელი სკანდინავიური და ნორდული ქვეყნების ზეგავლენის გამო, ვინაიდან საამისთვის ავტონომიის მინიჭება გამოიწვევდა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები აბორიგენების უკმაყოფილებას. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საამის პარლამენტსა და ფინეთის მთავრობას შორის ფაქტობრივად არანაირი ლეგალური საბუთი არაა შედგენილი, რომ კანონიერი საფუძველი შეიქმნას მათი შეთანხმების დასამტკიცებლად. თუმცა, საამის მხრიდან არ მოჰყოლია ამ საკითხს არანაირი პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი აქტები და სხვა ლეგალური საქმეები ფინური კონსტიტუციით და სასამართლოთი წყდება და საამის ქვეყნის საქმეებიც ფინური სამინისტროები აგვარებენ. ამ ყველაფერთან ერთად საამის ხალხს უფლება აქვს აირჩიოს 6 კაცი, რომლებიც ნორდული ქვეყნების პარლამენტებში განაწილდებიან თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოსაჩენად. ზუსტად ასეთი კანონი მოქმედებს ლაპლანდიის მუნიციპალიტეტში, ასევე ექვს კაცზე მორგებული.

 
სამის პარმალენტი შვედეთში

შვედეთსა და საამის შორის დამოკიდებულება უფრო კომპლექსურია, ვინაიდან შვედეთის მთავრობა არ აღიარებს საამის ავტონომიას, როგორც ცალკე ეროვნების მქონე ხალხს. ევროპის კონვენციის მიხედვით საამის ენა, კულტურა და ეროვნება დამოუკიდებელ, გამოყოფილ ცნებებადაა აღიარებული, როცა ამავდროულად კონსტიტუცია არ აღიარებს მათ დამოუკიდებლობასა. ეს ნიშნავს, იმას, რომ კულტურულად და ხალხის თვალში ისინი დამოუკიდებელი აბორიგენები არიან, თუმცა მათი საქმეები ფინური კონსტიტუციით წყდება სისხლის და სამოქალაქო სამართალშიც. საამის პარლამენტის არსებობას არცერთი სახელმწიფოს მთავრობა არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათი მთავარი მიზანი ხალხის კულტურის გადარჩენაა, და არა ფიქტიური ავტონომიის მოპოვება. მართალია, დამოუკიდებელ პარლამენტად არ არის აღიარებული, თუმცა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შვედურ პარლამენტში განიხილება ისე, თითქოს რაიმე ოლქის გამგებლობის მიერ შეთავაზებული განსახილველი საკითხი იყოს. ასე რომ, საამის პარლამენტი ფინურ პარლამენტზე დამოკიდებული პოლიტიკური ორგანოა. პარლამენტში განიხილავენ აგროკულტურის, გარემოს დაცვის, განათლების, გენური ნიმუშების შენახვის, ნადირობის ლეგალურ საკითხებს, კვლევების და ინჟინერიის საკითხებს. სამინისტროებს რაც შეეხება, შვედეთის განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია საამის სკოლებზე და ვალდებულია დააფინანსოს საამის ხალხის მიერ წარმოებული კვლევები სამეცნიერო და სოციალურ დარგებში. შვედეთის კულტურის სამინისტრო კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია გაუფრთხილდეს და ყურადღება მიაქციოს საამის კულტურისა და ენის პრეზერვაციას. საბოლოო ჯამში, შვედეთი ყველანაირად ემიჯნება საამის ასიმილაციას, თუმცა მაინც ცდილობს საამი ნაკლებად ჩართოს სახელმწიფოს მართვაში.

ნორვეგია

რედაქტირება

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-მ 1998 წლის გამოსვლაში თქვა: „ნორვეგია დაფუძნებულია ორი ხალხის ტერიტორიაზე: ნორვეგიელი და საამი“. ნორვეგიის მხრიდან საამის ხალხი სარგებლობს მრავალი პრივილეგიით, თუმცა აქაც მოკლებულია მათ დამოუკიდებლად ყოფნის საკითხის განხილვა. პრივილეგიას რაც შეეხება, საამის პარლამენტის მიერ შეთავაზებული საკითხები უფრო გულდასმით განიხილება ნორვეგიული ორგანოების მიერ და საამის ენა ოფიციალურადაა გამოცხადებული ნორვეგიაში.

 
საამის ხალხის მდებარეობა კოლის ნახევარკუნძულზე
 
ეროვნული კულტურის ცენტრი ლოვოზეროში

რუსეთში მცხოვრები საამის ხალხი ბევრად დიდი წნეხისა და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი ავტონომიის საკითხი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი, ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი რუსეთის მხრიდან. რუსეთს გააჩნია კანონი, როგორც სკანდინავიის ქვეყნებს, მცირე აბორიგენ მოსახლეობასთან დაკავშირებით. კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია შეუნარჩუნოს კულტურა და ენა მცირე ხალხებს, ასევე მიიღოს წინადადებები და განიხილოს მათი შეთავაზებული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად ისინი ვალდებულები არიან დაემორჩილონ საერთაშორისო და სახელმწიფო კანონებს, რომლებიც დამტკიცებულია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ. კანონი მიღებული იქნა რუსეთის მიერ 1999 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერალურ სხდომაზე. მას მოიხსნენიებენ როგორც „აქტი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მცირე აბორიგენ ხალხთან დაკავშირებით“. აქტი ითვალისწინებს კონტროლს მთავრობისა, გაუწიოს კონსულტაცია და დაეხმარონ ტრადიციების, ენის, კულტურის და ცხოვრების წესის შენარჩუნების, თუ რა თქმა უნდა მცირე ხალხს გააჩნია ამის სურვილი. აქტი არ ითვალისწინებს მყარ კანონიერ დაცვას, მაგრამ მაინც აგებს პასუხს საბაზისო უსაფრთხოების საკითხებზე. გარკვეული ფორმალური ასპექტების გამო აბორიგენი ხალხი კარგავს ავტონომიურ გავლენას თავიანთ მიწებზე გარკვეული ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე. საამის ენა, კულტურა და ბუნებრივი ფუძე რუსეთის მხრიდან არც თუ ისე თავისუფალ კონდენციაშია. როგორც უმცირესი აბორიგენული ხალხები, საამის ხალხი ვერ ახერხებს ხმა მიაწვდინონ რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს, ვინაიდან ვერ ატარებენ შიდა არჩევნებს, ვეტოს დადების უფლება არ აქვთ და ვერანაირი ავტონომიური პრიორიტეტებით ვერ სარგებლობენ. მაგრამ, მურმანსკის დუმამ დააკანონა საამისთვის დახმარება და მათი უფლებების ბევრად უფრო სერიოზული ზედამხედველობა. ლოვოზეროს მუნიციპალიტეტი კი ირჩევს ერთ ადამიანს, რომელიც უმცირესი აბორიგენული ხალხების საქმეებს და პრობლემებს განიხილავს. რუსეთში მცხოვრები საამი ორგანიზებულნი არიან ორ ორგანოში: „გუოლადაგა სამი სერავში“ და „მუმანსკა გუვლუ სამესერავში“. ორივე ასოციაცია საამის კონსულატის წევრია, და მათ „მუდმივი წევრების“ სტატუსი გააჩნიათ. რუსული საამი ასევე იღებს მონაწილეობას R. A. I. P. O. N.-ის (Russian Association of Indigenous Peoples of the North, Siberia and Far East) კრებებში. ეს ფაქტი მეტად აძლიერებს საამის გავლენას რუსეთის ფედერაციაში. ასევე დიდი მხარდაჭერა გააჩნიათ ნორდული საამის წევრებისგან, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვის პარალელურად გაამყარონ მათი რუსეთში მცხოვრები მოძმეების ფეხქვეშ მშობლიური მიწა და გააძლიერონ მათი გავლენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 536.
  • “The Great Ocean of Knowledge”: The Influence of Travel Literature on the Work of John Locke. Ann Talbot BRILL
  • C. Nooteboom, Sketch of the former religious concepts of the Asele Lapps (the southern Lapps) In: Bijdragen tot de Taal-, Land- en Volkenkunde 117 (1961)
  • The Saami and the national parliaments: Channels for political influence – Josefsen, Eva

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Statistic Norway, SSB., http://www.ssb.no/english/subjects/00/00/10/samer_en/. წაკითხვის თარიღი: ივლისი 7, 2016დაარქივებული November 20, 2012[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. 2.0 2.1 Thomasson, Lars; Sköld, Peter. Samer Swedish. Cydonia Development. ციტირების თარიღი: June 22, 2015
  3. The International Sami Journal, Baiki, http://www.baiki.org/content/about.htm. წაკითხვის თარიღი: 2016-07-07 დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine.
  4. Ethnologue. Languages of Sweden. Ethnologue.com. ციტირების თარიღი: 2013-06-22.
  5. Eduskunta — Kirjallinen kysymys 20/2009, FI: Parliament, http://www.eduskunta.fi/faktatmp/utatmp/akxtmp/kk_20_2009_p.shtml. წაკითხვის თარიღი: ივლისი 7, 2016
  6. Russian census of 2002, RU, http://www.perepis2002.ru/index.html?id=87. წაკითხვის თარიღი: 2016-07-07 დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
  7. State statistics committee of Ukraine - National composition of population, 2001 census (Ukrainian)
  8. Karsten, R. (1955). Religion Of The Samke: Ancient Beliefs And Cults Of The Scandinavian And Finnish Lapps. Leiden: E.J. Brill. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ep04-005
  9. Karsten, R. (1955). Religion Of The Samke: Ancient Beliefs And Cults Of The Scandinavian And Finnish Lapps. Leiden: E.J. Brill. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ep04-005
  10. Vorren, O., Manker, E., & McFarlane, K. (1962). Lapp Life And Customs: A Survey. London: Oxford University Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ep04-016
  11. Collinder, B. (1949). Lapps. Princeton, N.J.: Princeton University Press for the American Scandinavian Foundation. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ep04-007
  12. Itkonen, T. I., & Minn, E. K. (1948). Lapps In Finland Up To 1945. Vol. 1. Porvoo, Helsinki: Werner Söderström Osakeyhtiö. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ep04-002