დემაგოგია
დემაგოგია (ძვ. ბერძნ. δημαγωγία [dēmagōgia] < δῆμος [demos] — „ხალხი“ და αγω [agō] — „მიმყავს“) — ხალხის მოტყუება ცრუ დაპირებებით, მლიქვნელობითა და განზრახ დამახინჯებული ფაქტებით.
სიტყვა „დემაგოგია“ ძველბერძნულად ნიშნავს „ხალხის ხელმძღვანელობას“, „ხალხის დამოძღვრას.“ თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავდა საჯარო გამოსვლების დროს ორატორული და რიტორიკული ხერხების კომბინაციას, რომელიც მსმენელთა წინასწარ განწყობაზე იყო აგებული და მათი გულის მოგებას ისახავდა მიზნად. ძველ საბერძნეთში „დემაგოგებს“ უწოდებდნენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთი გამოსვლებით ხალხში პოპულარობას იხვეჭდნენ. ნეგატიური მნიშვნელობა ამ სიტყვამ ცოტა მოგვიანებით შეიძინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 457.