ვიეტნამის საგარეო ურთიერთობები

2022 წლის აპრილისთვის ვიეტნამს (ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა) დიპლომატიური ურთიერთობები 189 სახელმწიფოსთან და პალესტინის სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული. ვიეტნამს ურთიერთობები არ აქვს გაეროს წევრ მალავისთან, ბაჰამის კუნძულებთან, ტონგასთან და ტუვალუსთან და გაეროს დამკვირვებელ წმინდა საყდართან. 2011 წელს ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის მე-11 ეროვნულ კონგრესზე ოფიციალური დადგენილება გამოუშვა ვიეტნამის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: „ვიეტნამი საერთაშორისო საზოგადოების ყველა ქვეყნის მეგობარი და სანდო პარტნიორია, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონულ თანამშრომლობით პროცესებში; აღრმავებს, ასტაბილურებს და ინარჩუნებს საერთაშორისო ურთიერთობებს; ავითარებს ურთიერთობებს მსოფლიოს სახელმწიფოებთან და ტერიტორიებთან, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აჩვენებს ერთმანეთის დამოუკიდებლობის პატივისცემას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას; არ ერევა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისო საქმეებში; არ იყენებს ან არ იმუქრება ძალის გამოყენებით; უთანხმოებებსა და დავებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით აგვარებს; აღიარებს ორმხრივი პატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებს“.

ქვეყნები, რომლებთანაც ვიეტნამს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ვიეტნამმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დიპლომატიური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ახალ ზელანდიასთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1995 წელს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ველინგტონში 2003 წელს გაიხსნა. პაკისტანმა ხელახლა გახსნა საელჩო ჰანოიში 2000 წლის ოქტომბერში.2005 წლის დეკემბერში ვიეტნამმა ხელახლა გახსნა საელჩო ისლამაბადში. 1995 წლის აგვისტოში აშშ-თან ურთიერთობები გაუმჯობესდა, როდესაც სახელმწიფოებმა თავიანთი ოფისები საელჩოების დონემდე აიყვანეს. მოგვიანებით აშშ-მა გენერალური საკონსულლო ხოშიმინში გახსნა, ხოლო ვიეტნამის საკონსულო ― სან-ფრანსისკოში ამოქმედდაა.

ორმხრივი ურთიერთობები

რედაქტირება
 
საგარეო სამინისტრო ჰანოიში

მონღოლეთი

რედაქტირება

ვიეტნამსა და მონღოლეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1954 წელს დამყარდა.[1]

1961 წელს მონღოლეთსა და ვიეტნამს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც 1979 წელს განახლდა და კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი 1995 წელს. 2003 წლის 13 იანვარს სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის რვაპუნქტიან დოკუმენტს, რომელიც მონღოლეთისა და ვიეტნამის მთავრობებსა და მათ საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას არეგულირებს.

2007 წელს ვიეტნამის ექსპორტი მონღოლეთში 5.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[2] 2008 წლის ოქტომბერში მონღოლეთში ნგუენ მინ ჩიეტის ვიზიტისას ვიეტნამი მონღოლეთისთვის 20 000 ტონა ბრინჯის მიყიდვას დათანხმდა.[2]

ვიეტნამის საელჩო ულან-ბატორში მდებარეობს, ხოლო მონღოლეტის საელჩო ― ჰანოიში.

 
ვიეტნამის საელჩო ჩინეთში

აღმოსავლეთი ტიმორი

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორსა და ვიეტნამს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 28 ივლისს დამყარდა. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.[3][4]

სამხრეთი კორეა

რედაქტირება

ვიეტნამსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.[5] ვიეტნამის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის ― ჰანოიში.

შრი-ლანკა

რედაქტირება

ვიეტნამსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1970 წლის 21 ივლისს დამყარდა და მას შემდეგ უწყვეტად ვითარდება სხვადასხვა სფეროში.

ფილიპინები

რედაქტირება

ცივი ომის დასრულების შემდეგ ფილიპინებსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობები დათბა. ვიეტნამს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფილიპინების ერთად კომუნისტურ სამხედრო მოკავშირედ. სახელმწიფოები თანამშრომლობენ განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, აკვაკულტურის, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში. ორივე სახელმწიფოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მსგავსი პოზიცია უკავია და ვიეტნამი მხარს უჭერს ფილიპინებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩინეთის წინააღმდეგ, ხოლო ფილიპინები ვიეტნამს პარასელის კუნძულების დავაში უჭერს მხარს. სპრატლის კუნძულებზე ორივე სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიაც, თუმცა სამხედრო კონფრონტაციამდე საქმე არ მისულა, რამდენადაც ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოცაციის წევრი და დიპლომატიური მოკავშირეა.

 
კამბოჯის (ჰუნ სენი) და ვიეტნამის (ნგუენ ტან ზუნგი) ბავეტში, კამბოჯაში, 2007 წელს

საბჭოთა კავშირსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობები 1950 წლსი 39 იანვრიდან იწყება, როდესაც სსრკ-ის საელჩო ჩრდილოეთ ვიეტნამში გაიხსნა. რუსეთი დღესაც ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მოკავშირეა. საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ვიეტნამი აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. რუსეთის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები და-ნანგსა და ხოშიმინში. ვიეტნამის სელჩო მოსკოვში, ხოლო საკონსულოები ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში მდებარეობს.

ტაილანდი

რედაქტირება

ისტორიის მანძილზე ტაილანდი და ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინტენსიური მეტოქეები იყვნენ. 1986 წლიდან ვიეტნამის საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრირების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი ტაილანდი ორგანიზაციაში ვიეტნამის გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რაც 1995 წელს მოხდა. შედეგად ერთ დროს დაძაბული ურთიერთობები სტრატეგიულ თანამშრომლობად და ალიანსად გარდაიქმნა.[6] 2015 წელს ტაილანდი ვიეტნამში მე-10 უმსხვილესი ინვესტორი იყო. ინვესტიციების ღირებულება 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა. ტაილანდი ვიეტნამის მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.[7] ტაილანდის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― ბანგკოკში.[8]

კატარსა და ვიეტნამს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1993 წლის 8 თებერვალს დაიწყო.[9] კატარის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― დოჰაში. 1986 წელს წარმატებული ეკონომიკური რეფორმის შემდეგ ვიეტნამი კატარელი ინვესტორებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი გახდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიეტნამში უმსხვილესი ინვესტორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, თუმცა მისგან განსხვავებით კატარის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის, ენერგიის, სექტორებსა და ორ სახელმწიფოს შორის ექსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული.

სინგაპური

რედაქტირება

სინგაპურსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ურთიერთობები XIX საუკუნეში დაიწყო. სინგაპურს ანტიკომუნისტური პოლიტიკა ჰქონდა და გაერთიანებამდე სამხრეთ ვიეტნამს უჭერდა მხარს. სინგაპურმა ფორმალური ფიპლომატიური ურთიერთობები ჩრდილოეთ ვიეტნამთან 1973 წლის 1-ელ აგვისტოს დაამყარა. ვიეტნამის გაერთიანების შემდეგ სინგაპურმა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო. ურთიერთობები გაუარესდა კამბოჯა-ვიეტნამის ომის დროს, თუმცა კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა კამბოჯიდან ვიეტნამის სახალხო არმიის გასვლის შემდეგ.

ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და ორმხრივი ურთიერთობები აქვთ მრავალ სფეროში.[10] სინგაპურის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― ხოშიმინში. ვიეტნამის საელჩო სინგაპურშია განლაგებული.

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Amer, Ramses. "Border conflicts between Cambodia and Vietnam." IBRU Boundary and Security Bulletin 5.2 (1997): 80-97 online.
  • Brown, Frederick Z. "Rapprochement Between Vietnam and the United States." Contemporary Southeast Asia (2010): 317-342 online.
  • Gin, Christopher M. "How China Wins: A Case Study of the 1979 Sino-Vietnamese War" (Army Command And General Staff College Fort Leavenworth KS, 2015) online დაარქივებული 2020-03-25 საიტზე Wayback Machine. .
  • Hood, Steven J. Dragons Entangled: Indochina and the China-Vietnam War (ME Sharpe, 1993).
  • Leighton, Marian Kirsch. "Perspectives on the Vietnam-Cambodia border conflict." Asian Survey 18.5 (1978): 448–457. online
  • Levinson, David, and Karen Christensen, eds. Encyclopedia of Modern Asia. (2002) vol 6.
  • Morris, Stephen J. Why Vietnam invaded Cambodia: Political culture and the causes of war (Stanford University Press, 1999).
  • Path, Kosal. "The Duality of Vietnam’s Deference and Resistance to China." Diplomacy & Statecraft 29.3 (2018): 499–521. online
  • Thanh, Luong Ngoc. "Vietnam's Foreign Policy in the post-Cold War Era: Ideology and Reality." (PhD dissertation Hiroshima University 2013) online.
  • Thayer, Carlyle A. "Vietnam in 2013: Domestic contestation and foreign policy success." Southeast Asian Affairs (2014): 355-372 online.
  • Tran, Thi Bich, and Yoichiro Sato. "Vietnam's Post‐Cold War Hedging Strategy: A Changing Mix of Realist and Liberal Ingredients." Asian Politics & Policy 10.1 (2018): 73-99 online.
  • Vuving, Alexander L. "Strategy and evolution of Vietnam's China policy: a changing mixture of pathways." Asian Survey 46.6 (2006): 805-824 online დაარქივებული 2022-11-10 საიტზე Wayback Machine.
  • Westad, Odd Arne, and Sophie Quinn-Judge, eds. The third Indochina war: conflict between China, Vietnam and Cambodia, 1972-79 (Routledge, 2006).
  • Womack, Brantly. "Asymmetry and systemic misperception: China, Vietnam and Cambodia during the 1970s." Journal of Strategic Studies 26.2 (2003): 92-119 online.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Vietnamese agency reviews Mongolia ties before president's visit, Hanoi: Vietnam News Agency, 2000-04-11, https://news.google.com/archivesearch?q=%22Vietnamese+agency+reviews+Mongolia+ties+before+president%27s+visit%22
  2. 2.0 2.1 Vietnam, Mongolia aim for 10 million USD in trade, Vietnam News Agency, 2008-12-13, http://vietnamplus.vn/kinhte-en/200812133227819315 დაარქივებული 2011-10-07 საიტზე Wayback Machine.
  3. - Home Page.
  4. - Home Page.
  5. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  6. Vietnam, Thailand's relations thrives. http://vietnamnews.vn/politics-laws/273500/vn-thailands-relationship-thrives.html დაარქივებული 2018-01-09 საიტზე Wayback Machine.
  7. VN, Thailand's relationship thrives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-09. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  8. Thai-Vietnamese relations. http://www.nationmultimedia.com/news/opinion/kavi/30264322 დაარქივებული 2022-11-10 საიტზე Wayback Machine.
  9. العلاقات الثنائية (MFA Qatar) (in Arabic). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-18. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  10. Singapore-Vietnam Relations. Embassy of the Republic of Singapore, Hanoi. ციტირების თარიღი: 2015-11-11.