პარასელის კუნძულები
პარასელის კუნძულები ― სადავო არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
არქიპელაგი 130-მდე პატარა მარჯნის კუნძულსა და რიფს მოიცავს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ამფიტრიტეს ჯგუფად და დასავლეთით ნახევარმთვარის ჯგუფად იყოფა. კუნძულები 15 000 კმ²-ზეა გაფანტული. ხმელეთის ფართობი დაახლოებით 7.75 კმ²-ს შეადგენს. სიტყვა პარასელი პორტუგალიური წარმოშობისაა და XVI საუკუნის პორტუგალიურ რუკებზეც ჩანს. არქიპელაგი თანაბარი მანძილითაა დაშორებული ჩინეთისა და ვიეტნამის სანაპიროებიდან. არქიპელაგის წყლებში მდებარეობს დრაკონის ხვრელი, უღრმესი წყალქვეშა კარსტული ძაბრი მსოფლიოში. ცხელი და ტენიანი კლიმატისა და უხვი ნალექისა გამო კუნძულებზე უამრავი სახეობის კუ და ზღვის ფრინველი ბინადრობს. არქიპელაგის ირგვლივ წყლები მდიდარია თევზით. სავარაუდოდ, ზღვის ფსკერი ნავთობითა და ბუნებრივი აირითაა მდიდარი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.
ფრანგული ინდოჩინეთის კოლონიურმა მთავრობამ კუნძულ პატლისა (ნახევარმთვარის ჯგუფი) და ვუდის კუნძულზე (ამფიტრიტეტს ჯგუფი) 1930-იან წლებში სატელეკომუნიკაციო დ ამინდის სადგურები განათავსა. 1947 წლის იანვარში პატლის კუნძულზე საფრანგეთისა და ვიეტნამის ძალები გადასხდნენ. 1955 წელს ნახევარმთვარის ჯგუფის კუნძულები სამხრეთ ვიეტნამმა დაისაკუთრა. 1974 წელს პარასელის კუნძულების ბრძოლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პარასელის კუნძულებიდან სამხრეთ ვიეტნამის ძალები განდევნა.
პარასელის კუნძულებზე დე იურე სუვერენიტეტს ჩინეთი, ვიეტნამი და ტაივანი აცხადებენ, თუმცა არქიპელაგზე დე ფაქტო კონტროლი ჩინეთის ხელშია. 2012 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ კუნძულები ქალაქ სანშას (ჰაინანის პროვინცია) ადმინისტრაციის ქვეშ იყო.
გეოგრაფია
რედაქტირებაპარასელის კუნძულები ტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. არქიპელაგის უმაღლესი წერტილი კლდოვან კუნძულზე ზღვის დონიდან 14 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არქიპელაგის წყლები მდიდარია თევზით, მარჯნის რიფებით და სავარაუდოდ, ნავთობითა და ბუნებრივი აირით. ხშირია ტაიფუნები.
ამფიტრიტეს ჯგუფი
რედაქტირებაამფიტრიტეს ჯგუფს სახელი ეწოდა ფრანგული ფრეგატის, ამფიტრიტეტს შესაბამისად, რომლის ეკიპაჟმაც პირველმა შენიშნა კუნძულები 1698-1700 წლებში გუანჯოუსკენ იეზუიტური მისიის შესრულებისას.
ამფიტრიტეტს ჯგუფი პარასელის კუნძულების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დაბალი, ვიწრო კუნძულებისგან შედგება. ლინკოლნის კუნძულიდან 37 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
ამფიტრიტეს ჯგუფის ჩრდილოეთი ნაწილი დასავლეთ ქვიშის კუნძულს, ვუდის კუნძულსა და „შვიდი დის“ (ჩრდილოეთის, შუა, სამხრეთის, ჩრდილოეთის ქვიშის, შუა ქვიშის, სამხრეთ ქვიშის და ქვიშის ორი პატარა კუნძული) კუნძულებს მოიცავს. ჯგუფის ცენტრალურ კუნძულებს ვუდისა და კლდის კუნძულები მიეკუთვნება. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ილტისის სანაპირო მდებარეობს.
ნახევარმთვარის ჯგუფი
რედაქტირებანახევარმთვარის ჯგუფი ამფიტრიტეს ჯგუფიდან 70 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ჯგუფში შემავალ კუნძულესა და რიფებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ღრმა ცენტრალური ლაგუნის ირგვლივ ნახევარმთვარის ფორმა აქვს. კუნძულთა ჯგუფი აღმოსავლეთიდან დასავლეთით 31 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 15 კმ-ზეა გადაჭიმული.
კუნძულთა სახელწოდებები ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის მოწინავე ფიგურების საპატივცემულოდაა შერჩეული: ჯეიმზ დრამონდის, თომას პატლის, ჯონ უილიამ რობერტსის, ჯონათან დანკანისა და უილიამ ტეილორ მანის კუნძულები. მანის კუნძული ჯგუფის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ა2.4 კმ-ით აღმოსავლეთით ანტილოპას რიფი მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთით რობერტის კუნძული (ასევე ცნობილი, როგორც მრგვალი კუნძული) და პატლის კუნძული მდებარეობს, რომლებიც ერთმანეთიდან 3.5 კმ-ის სიგრძის ღრმა არხითაა განცალკევებული. 1932 წელს ფრანგებმა პატლის კუნძულზე ამინდის სადგური ააგეს, ხოლო 1937 წელს რადიოსადგური და შუქურა.
გალერეა
რედაქტირება-
მანის კუნძული
-
პატლის კუნძული
-
რობერტის კუნძული
-
ანტილოპას კუნძული
-
ბომბაის კუნძული
-
ბრემენის ჭიუხი
-
აღმოჩენის რიფი
-
ილტისის ჭიუხი
-
ლინკოლნის კუნძული
-
ჩრდილოეთის რიფი
-
პასუ-კიჰის რიფი
-
ტრიტონის კუნძული
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — პატლის კუნძული | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 31.3 | 30.8 | 33.1 | 34.3 | 35.9 | 35.9 | 35.1 | 35.0 | 34.0 | 34.1 | 32.8 | 30.4 | 35.9 |
საშუალო მაღალი °C | 25.7 | 26.7 | 28.5 | 30.6 | 32.1 | 31.8 | 31.5 | 31.0 | 30.4 | 29.2 | 27.7 | 26.8 | 29.3 |
საშუალო დღიური °C | 23.2 | 23.9 | 25.5 | 27.5 | 29.1 | 29.2 | 28.9 | 28.7 | 28.0 | 27.0 | 25.7 | 24.9 | 26.8 |
საშუალო დაბალი °C | 21.7 | 22.2 | 23.6 | 25.6 | 27.1 | 27.4 | 27.1 | 26.8 | 26.1 | 25.3 | 24.4 | 22.9 | 25.0 |
რეკორდულად დაბალი °C | 14.9 | 18.1 | 18.7 | 19.1 | 21.7 | 23.0 | 22.4 | 21.0 | 21.6 | 21.2 | 18.9 | 13.8 | 13.8 |
საშუალო ნალექი (მმ) | 13 | 12 | 23 | 44 | 74 | 117 | 225 | 162 | 216 | 241 | 152 | 30 | 1 308 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ | 7.5 | 5.5 | 4.8 | 2.4 | 6.7 | 7.1 | 7.8 | 9.0 | 11.4 | 13.3 | 14.0 | 7.9 | 97.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 80.6 | 81.6 | 81.5 | 81.8 | 82.2 | 84.2 | 84.6 | 85.3 | 85.7 | 84.5 | 83.8 | 81.9 | 83.1 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 207 | 226 | 248 | 276 | 298 | 245 | 238 | 245 | 193 | 223 | 191 | 199 | 2 788 |
წყარო: Vietnam Institute for Building Science and Technology[1] |
ეკოლოგია და ტურიზმი
რედაქტირებაგეოგრაფიული და ეკოლოგიური მარშრუტების გამო პარასელის კუნძულებს ხშირად „ჩინეთის მალდივებს“ უწოდებენ. ბოლო წლებში არქიპელაგზე ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა სამხედრო ოპერაციები გარემოსდაცვით საკითხებს ეწინააღმდეგება. ადგილობრივ სახეობებს მიეკუთვნებიან: ვეშაპისებრი ზვიგენი, ოკეანის ფრინველები, ზღვის ძუძუმწოვრები, როგორბიც არიან: ლურჯი ვეშაპები, ფინვალები, ინდო-წყნაროკეანური კუზიანი დეფინები და ზღვის რეპტილიები, მათ შორის: კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი მწვანე ზღვის კუები, ტყავიანი კუები და ჰავკსბილის ზღვის კუები.
კუნძულები ტურისტებისთვის 1997 წელს გაიხსნა. ჩინეთიდან კუნძულებამდე ბორნით მისვლას 20 სთ სჭირდება. ვუდის კუნძულზე ორი მუზეუმი: საზღვაო და სამხედრო-საზღვაო მუზეუმი მდებარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- (1686) Do Ba Cong Dao (translated by Buu Cam), "Toan Tap Thien Nam Tu Chí Lo Do Thu ", Hong Duc Ban Do, Saigon, 1962.
- (1776) Le Quí Don (translated by Le Xuan Giao), "Phu Bien Tap Luc", Saigon, 1972.
- (1821) Phan Huy Chu (translated by Nguyen Tho Duc), "Lich Trieu Hien Chuong Loai Chí", Saigon, 1972.
- (1837) Jean Louis TABERD, "Note on the Geography of Cochinchina", Journal of the Royal Asiatic Society of Bengal, Calcutta, Vol. VI, 9/1837.
- (1838) Jean Louis TABERD, "Additional Notice on the Geography of Cochinchina", Journal of the Royal Asiatic Society of Bengal, Calcutta, Vol. VII, 4/1838, pp 317–324.
- (1849) GUTZLAFF, "Geography of the Cochinchinese Empire", Journal of The Geographical Society of London, vol the 19th, p. 93.
- (1999) Vietnamese Claims to the Truong Sa Archipelago. Todd C. Kelly, August 1999.
- (????) Dr. Phan Van Hoang's historical and geographical analysis on Vietnam and China's claims on the Paracels – Vietnamese language link
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Menon, Rajan, "Worry about Asia, Not Europe", The National Interest, Sept–Oct 2012 Issue, September 11, 2012
- (2008) Security and International Politics in the South China Sea: Towards a co-operative management regime, illustrated, Taylor & Francis. ISBN 978-0203885246.
- Bouchat, Clarence J. (2014) The Paracel Islands and U.S. Interests and Approaches in the South China Sea. Carlisle, PA: Strategic Studies Institute and U.S. Army War College Press. ISBN 9781584876236.
- The Editors of Encyclopædia Britannica. „Spratly Islands - Britannica Online Encyclopedia“. Britannica.com. Darshana Das, Gloria Lotha. ციტირების თარიღი: 16 April 2014.
- (2002) War Or Peace in the South China Sea?, Contributor: Nordic Institute of Asian Studies, illustrated, NIAS Press. ISBN 978-8791114014.
- (1997) Vietnam Joins the World. M.E. Sharpe. ISBN 978-0765633064.
- Pak, Hŭi-gwŏn (2000). The Law of the Sea and Northeast Asia: A Challenge for Cooperation, illustrated, Martinus Nijhoff Publishers. ISBN 978-9041114075.
- Severino, Rodolfo (2011). Where in the World is the Philippines?: Debating Its National Territory, illustrated, Institute of Southeast Asian Studies. ISBN 978-9814311717.
- Editorial (მაისი 13, 2014). „Timing of flareups in South China Sea is no coincidence“. Want China Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2014. ციტირების თარიღი: მაისი 14, 2014.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Paracel Islands, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- CIA World Factbook for Paracel Islands
- Territorial claims in the Spratly and Paracel Islands
- ვიკიმედია-ატლასი: პარასელის კუნძულები — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vietnam Building Code Natural Physical & Climatic Data for Construction vi. Vietnam Institute for Building Science and Technology. ციტირების თარიღი: 22 July 2018