დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვირი (მრავალმნიშვნელოვანი).

დვირისოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი).

სოფელი
დვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი დვირი
კოორდინატები 41°46′32″ ჩ. გ. 43°15′50″ ა. გ. / 41.77556° ჩ. გ. 43.26389° ა. გ. / 41.77556; 43.26389
პირველი ხსენება 1595
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 712[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
რუსები 0,7 %
ოსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან, ზღვის დონიდან 920 მ-ზე, ბორჯომიდან 18 კმ დაშორებით. სოფელში არის რკინიგზის სადგური ხაშური-ვალეს ხაზზე.

სოფელი იხსენიება გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში (1595), ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“, ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“, ქართლ-კახეთის XVII-XVIII საუკუნეების ქრონიკებში და სხვა წყაროებში.

XII-XIII სს-ში დვირი თორის შემადგენლობაში შედიოდა და მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმავალ გზაზე. დვირსა და ხეფინისხევზე გადიოდა ქართლის სამეფოს დასავლეთი საზღვარი. ვახუშტის მიხედვითაც, ყვერბილისა და ლიკანის ხევებს „ზეით არს ჭობის-ხევი და არს დვირამდე“ ქართლი.

სოფლის შემოგარენში აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის ხანის კვირაცხოვლისა და ბორნიღელეს სამაროვნები, XI საუკუნის ბიზანტიური მონეტების განძი.

დვირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა. სოფლის ცენტრში დგას XIX საუკუნეში გადაკეთებული მთავარანგელოზის ეკლესია. სოფლის თავში, სასაფლაოზე დგას X საუკუნის კვირაცხოვლის ეკლესია. სოფლის მახლობლად, ტყეში შემორჩენილია საკვირიკეს დაზიანებული სამნავიანი ეკლესია, რომელიც უნდა იყოს IX საუკუნეში აგებული კვირიკეწმინდა. დვირის ხევის ქვემო წელზე, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ნანგრევების სახით მოღწეული დვირის ციხე, რომელიც იცავდა ისტორიული თორიდან სოფელზე გამავალ გზას.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 712 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 937 456 481
2014[1]   712 338 374

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.