ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვაბისხევი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქვაბისხევისოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში. მდებარეობს მდინარე ქვაბისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ბორჯომიდან 21 კილომეტრი., დვირიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა-მებოსტნეობა.

სოფელი
ქვაბისხევი

ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი დვირი
კოორდინატები 41°46′31″ ჩ. გ. 43°14′45″ ა. გ. / 41.77528° ჩ. გ. 43.24583° ა. გ. / 41.77528; 43.24583
ცენტრის სიმაღლე 980
მოსახლეობა 429[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 480[2]
2014 429  

ქვაბისხევის ეკლესია

რედაქტირება

სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი — პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.

შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.