დვირულა
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
დვირულა — მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე და ერთვის მტკვარს სოფელ დვირთან. სიგრძე 12 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 56 კმ². საშუალო წლიური ხარჯი 0,98 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირობა — ზამთარში და ზაფხულში.
დვირულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°40′59″ ჩ. გ. 43°17′43″ ა. გ. / 41.683139° ჩ. გ. 43.295333° ა. გ. |
შესართავი |
მტკვარი 41°46′41″ ჩ. გ. 43°16′09″ ა. გ. / 41.778278° ჩ. გ. 43.269194° ა. გ. |
სიგრძე | 12 კმ |
აუზის ფართობი | 56 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,98 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 396.