დვირის განძი
დვირის განძი — XI საუკუნის ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. აღმოჩნდა სოფელ დვირში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) XX საუკუნის 20-იან წლებში. მონეტები (სულ 45 ცალი) მოთავსებული იყო დოქში. 22 ბრტყელი ტიპის მონეტაა. ეკუთვნის ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VIII-ს (1025-1028 წწ.), 23 ჩაღრმავებული ტიპის მონეტიდან 22 მიეკუთვნება ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067 წწ.), ხოლო 1 — რომანოზ IV დიოგენეს (1067-1071 წწ.). განძში არის აგრეთვე 1 ცალი არაბული ვერცხლის დირჰემი. განძი ჩამარხული უნდა იყოს XI საუკუნის 70-80-იან წლებში. XI საუკუნის ბიზანტიური ოქროს მონეტები აღმოჩენილია გურჯაანის მიდამოებში (7 ოქროს სოლიდი) დვირის განძი დაცულია ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუხიშვილი ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 395-396.