სოლიდუსი (ლათ:Solidus - მყარი, მტკიცე, მასიური) — რომაული ოქროს მონეტა. მისი წონა შეადგენდა 4,5 გრ. სუფთა ოქროს. მისი მოჭრა უკავშირდება რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს. მოიჭრა 309 წელს. თავდაპირველად მიმოიქცეოდა იმპერიის დასავლეთ ნაწილში, 324 წლიდან გავრცელდა მთელს იმპერიაში. მან შეცვალა ძველი რომაული მონეტა აურეუსი, რომელიც მიმოქცევაში იყო თითქმის 500 წელი.
სოლიდუსის ბერძნული დასახელებაა ”ნომიზმა, ევროპაში მას უფრო იცნობდნენ ”ბეზანტი-ს სახელით. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენდა რომის იმპერიის, ხოლო შემდგომში ბიზანტიის, ძირითად მონეტას და ფულად-საანგარიშსწორებო ერთეულს.
მიმოქცევაში იყო ასევე ოქროს მონეტები 1/2 სოლიდუსის (”სემისისი) და 1/3 სოლიდუსის (”ტრემისისი) ღირებულებით.
სოლიდუსი პოპულარული იყო მთელს მაშინდელ მსოფლიოში. ეს გამოწვეული იყო ბიზანტიის ბიუჯეტის სიმყარით. ”ბიზანტიის ბიუჯეტს, რომლის პრეცედენტიც დღემდე არ არსებობს, მხოლოდ წმინდა ოქროს ზოდებით ითვლიდნენ”[1].
სოლიდუსი წარმოადგენდა მაშინდელი ევროპის მატერიალური, მოძრავი, სიმდიდრის უდიდეს ნაწილს. თავისი მნიშვნელობით და მსყდველუნარიანობაით, გაცილებით აღემატებოდა დღევანდელი მნიშვნელობით აშშ დოლარს. ”ისტორიკოსები აღნიშნავენ ბეზანტის მაღალ მსყიდველუნარიანობას ბენიამინ ტუდელელისა და ვენეციელი ვაჭრების ჩანაწერების მიხედვით”[2].
სოლიდუსი (ნუმიზმა) მიმოქცევაში იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის მიერ განხორციელებულ რეფორმამდე (1092), როდესაც მიმოქცევაში შემოვიდა პერპერა.

კონსტანტინე დიდის მიერ მოჭრილი სოლიდუსი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვ.ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, თბ., 2006, გვ.100-108

სქოლიო რედაქტირება

  1. ვ.ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, თბილისი,2006, გვ.100
  2. ვ.ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, თბილისი,2006, გვ.104