აურეუსი (ლათ. aureus nummus) — რომაული ოქროს მონეტა. ეპიზოდურად იჭრებოდა რესპუბლიკის უკანასკნელ წლებში. სამონეტო სისტემაში იმპერატორ ავგუსტუსის (ძვ. წ. 27ახ. წ. 14) დროიდან დამკვიდრდა და იჭრებოდა IV საუკუნის დასაწყისამდე. თავდაპირველად იწონიდა 8,19 . აურეუსის წონამ დროთა განმავლობაში შესამჩნევად იკლო. მონეტის შუბლზე მოთავსებული იყო იმპერატორის ან დედოფლის გამოსახულება და შესაბამისი ლათინური წარწერა, ზურგზე კი — სხვადასხვა გამოსახულებები (მითოლოგიის პერსონაჟები, სცენები) და სხვა. აურეუსი ფართოდ იყო გავრცელებული ბევრ ქვეყანაში. II-III საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში ფულად მიმოქცევაში ის მცხეთაში, ზღუდერში (ქარელის მუნიციპალიტეტი), ერწოში (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ჟინვალში, ურეკში და სხვა. საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, იჭრებოდა აურეუსის მინაბაძებიც.

სეპტიმიუს სევერუსის აურეუსი, 193 წ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაპანაძე დ., მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1937-1951 წწ. ნუმიზმატიკური მონაპოვარი, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1;
  • Зограф А. Н., Античные монеты, М-Л., 1951;