ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პერპერა (ბერძნ. hyperpyron — გავარვარებული, გაწმენდილი ოქრო), ბიზანტიური ოქროს მონეტა ჰიპერპერონი, ჩაღრმავებული ფორმისა. ემისია უკავშირდება ალექსი I კომნენოსის (1081-1118) სამონეტო რეფორმას (დაახლოებით 1092), ბიზანტიურ წყაროებში ტერმინი „პერპერა“ იხსენიება 1093-იდან და ოქროს მონეტებუის ერთადერთი სახელწოდებაა XII-XIII საუკუნეებში და XIV საუკუნის I ნახევარში.

მანუელ I-ის პერპერა

ტერმინი „პერპერა“ ქართულ წერილობით წყაროებშიც, კერძოდ, ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში, დავით აღმაშენებლის 1123 ანდერძში, ვეფხისტყაოსანში. პერპერა აღმოჩენილია საქართველოში (გურჯაანის ბიზანტიური ოქროს მონეტების განძში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომოური თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938;
  • ჯაფარიძე გ., ოქროს მონეტის ტერმინოლოგია XI-XIII საუკუნეების საქართველოში, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1976, № 3;
  • Абрамишвили Т. Я., Находки византийских монет в Гурджаани, «Византичский временник», 1958, т. 13;
  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 8, გვ. 33, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერპერა“-დან