დვალიანთკარი
დვალიანთკარი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მეჯუდის ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მეტრი, ცხინვალიდან 55 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дуалитæ).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 491.