დვალიანთკარის ეკლესია

დვალიაანთკარის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ დვალიანთკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით დუღაბზე. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესია გეგმით უაბსიდო სწორკუთხედს წარმოადგენს. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში სწორკუთხა ნიშებია. კამარა ნახევარცილინდრულია. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავ-ლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთ კედელზე ერთი კრონშტეინია. სამხრე-თიდან არქიტრავული შესასვლელია, მასზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა და-ზიანების გამო აღარ იკითხება. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. დასავლეთის კეხზე ღია თაღოვანი აგურ-ის სამრეკლოა. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 51-52