დვალიანთის ზურგიანი კოშკი

დვალიანთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ დვალიანთკარში, ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, მაღალ მთაზე, ნასოფლარი ასატური. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. ხუთსართულიანი კოშკისგან შემორჩენილია მხოლოდ ოთხი სართული, დაახლ. 10-12 მ სიმაღლის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 51