ბიყარიერედვის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბიყარისა და ქვემო ბიყარის ძველი სახელწოდება. მდებარეობდა მდინარე მეჯუდას ხეობაში, მთისა და ბარის საზღვარზე. სამხრეთით მეჯუდის ხეობის ბარია, ჩრდილოეთით — მეჯუდის ხეობის მთა, ეგრეთ წოდებული ისროლისხევი.

ვახუშტი ბატონიშვილის სოფელთა სიაში და რუკაზე ბიყარი ორ სოფლად არის აღნიშნული. ვახუშტისავე ცნობით, მთელი ისროლისხევი ბიყარამდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ჩანს, ვახუშტის ეს ცნობა ძველ ვითარებას აღნიშნავს, რამდენადაც XVIII საუკუნეში მთელი გვერდისძირი (ისტორიული თემი, რომელიც ვრცელდებოდა მდინარე მეჯუდიდან მდინარე პატარა ლიახვამდე) ქსნის ერისთავთა მფლობელობაში იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება