გვერდისძირი
შიდა ქართლის ორი ისტორიული თემის სახელწოდება XV–XIX საუკუნეებში.
გვერდისძირი — შიდა ქართლის ორი ისტორიული თემის სახელწოდება XV–XIX საუკუნეებში.
გვერდისძირი (ქსნისა)
რედაქტირებამდებარეობდა მდ. მტკვრის ჩრდილოეთით და მოიცავდა 14 სოფელს აძვიდან სნეკვამდე. შედიოდა ქსნის საერისთავოში, მისი გაუქმების შემდეგ (1775) ქსნის ერისთავთა შთამომავლებს აქ მამულები შერჩათ. უმთავრესი ისტორიული ძეგლია XII საუკუნის იკორთის ტაძარი.
გვედისძირი (საციციანოსი)
რედაქტირებამდებარეობდა მდ. მტკვრის სამხრეთით, გაღმამხარში და მოიცავდა 19 სოფელს ყელეთიდან დამჩხერლომდე. შედიოდა საციციანოში. უმთავრესი ისტორიული ძეგლია VII საუკუნის წრომის ტაძარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.