გორგულისოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორგული, ადიგენი, იმერთუბანი, იჯარეთი).[1]

სოფელი
გორგული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი გორგული
კოორდინატები 41°40′11″ ჩ. გ. 42°42′13″ ა. გ. / 41.66972° ჩ. გ. 42.70361° ა. გ. / 41.66972; 42.70361
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 155[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
300
300
გორგული — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გორგული
გორგული — ადიგენის მუნიციპალიტეტი
გორგული

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 1 კილომეტრით.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს გორგული შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რაიონი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გორგულში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს — წლიურად 4500 ახჩას. 1870 წელს გორგულში ხუთი კომლი ირიცხებოდა. ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 155 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 169 85 84
2014[1]   155 75 80

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.