გოიათა
გოიათა,[2][3] გოიაანთკარი[4] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, არცევის თემში.[5]
სოფელი | |
---|---|
გოიათა | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
თემი | არცევი |
კოორდინატები | 42°09′01″ ჩ. გ. 44°09′52″ ა. გ. / 42.15028° ჩ. გ. 44.16444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
მოსახლეობა | 240[1] კაცი (2015) |
ეროვნული შემადგენლობა | ოსები (100%) |
ეთნოქორონიმი | გოიათელი |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს შიდა ქართლის ვაკის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე აძურის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს.[6] ზღვის დონიდან 880 მეტრი, ერედვიდან 15 კილომეტრი, ცხინვალიდან 22 კილომეტრი.[5]
ისტორია
რედაქტირებასაქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ღრომის (1926 წლის აღწერით),[7] მოგვიანებით კი არცევის სასოფლო საბჭოში (სოფსაბჭოში).[6] ცხინვალის რაიონის გაუქმების შემდეგ (1991) გორის რაიონს მიეკუთვნა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[8] 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Гойатæ ან Гойатыхъæу (გოიათიყაუ).[10]
დემოგრაფია
რედაქტირება2015 წელს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერით სოფელში ცხოვრობს 240 კაცი, ეთნიკურად ოსები (100%).[1]
წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეროვნება |
---|---|---|---|---|
1926[7] | 21 კომლი, 146 მცხ | — | — | ოსები |
1939[11] | 419 | 213 | 206 | ოსები |
1970[11] | 732 | 371 | 361 | ოსები |
1979[11] | 703 | 360 | 343 | ოსები |
1989[11] | 670 | 349 | 321 | ოსები |
2015[1] | 240 | 105 | 135 | ოსები |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазов, Цхинвали: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016. — გვ. 18. 452 გვ.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 30.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 46.
- ↑ პავლიაშვილი გურამ, შუქი გვირაბის ბოლოში // გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, №24, გვ. 2, 9 თებ., 1996.
- ↑ 5.0 5.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 80.
- ↑ 6.0 6.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 205.
- ↑ 7.0 7.1 მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 190
- ↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2020.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2020.
- ↑ Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 15
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.