გამარჯვება (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში
გამარჯვება[3][4] (ყოფ. უზუნდარა — გადაერქვა 1946 წლის 24 მაისს[5]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
გამარჯვება | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | გამარჯვება |
კოორდინატები | 41°29′33″ ჩ. გ. 45°58′47″ ა. გ. / 41.49250° ჩ. გ. 45.97972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1010[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,6 % აზერბაიჯანელები 1,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1604[2] |
ისტორია
რედაქტირება1924 წლიდან ზოგიერთი მირზაანელი გლეხი მუდმივ საცხოვრებლად სახლდებოდა უზუნდარის მთის კალთებზე. სოფელი თანდათანობით იზრდებოდა და დაერქვა სახელი უზუნდარა (დღევანდელი სოფ. გამარჯვება).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1010 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[6] | 1578 | 739 | 839 |
2014[1] | 1010 | 481 | 529 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[7]:
- გამარჯვების ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების მესამე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების მეოთხე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი;
- გამარჯვების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 647-648.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 538.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 42.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 270-271.