გამარჯვების ნამოსახლარები

გამარჯვების ნამოსახლარებიარქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, სოფელ გამარჯვებაში, დასავლეთით 4-5 კილომეტრზე, თელეთხევის მარცხენა ნაპირას, მაღალ სერზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით.

2009 წელს მიაკვლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადაზვერვო არქეოლოგიურმა რაზმმა (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი აღმოსავლეთ — დასავლეთი მიმართულებითაა წაგრძელებული (სიგრძე — 70 მეტრი, სიგანე — 15 მეტრი) ირგვლივ შემოუყვება ტერასა (მაქსიმალური სიგრძე — 30 მეტრია), რომელიც რელიეფშია გამოკვეთილი, არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა.

იმავე წელს, ხევის მარჯვენა მხარეს, გამოვლინდა მეორე ნამოსახლარი, რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ჩანს ორმაგი სათავდაცვო ზღუდე. არქეოლოგიური მასალა არც აქ აღმოჩენილა.

ლიტერატურა

რედაქტირება