გამარჯვების წმინდა გიორგის ეკლესია
გამარჯვების წმინდა გიორგის ეკლესია, ზღმურდლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გამარჯვების ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1.5 კილომეტრზე. ბორცვზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით ეკლესიას ზღმურდლისგან განკურნების ძალა შესწევდა.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (7.5 x 5.2 მეტრი). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. გარეთა კუთხეებში გამოყენებულია აგური. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა, ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი. აფსიდის იატაკის დონე, დარბაზის იატაკის მიმართ, სამი საფეხურითაა ამაღლებული, საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა კანკელით (შემორჩენილია ნაწილი). საკურთხევლის გარდა, თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დასავლეთ სარკმელი იმდენად მაღლაა „ატანილი“, რომ მისი გადახურვა კამარის წვეროს დონეზეა. ეკლესიის შიდა სივრცე აზიდული პროპორციებისაა, დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესიის კედლები თაროსებრი ლავგარდნით იყო დასრულებული (მცირე ნაწილი შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 271.