გამარჯვების მეორე ნამოსახლარი

გამარჯვების მეორე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გამარჯვების შესასვლელში, აღმოსავლეთით, მდინარე უზუნდარისხევის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრით. XX საუკუნის 80 - იანი წლების დასაწყისში მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციის სადაზვერვო რაზმმა. (ხელმძღვანელი ვ. ვარაზაშვილი) ძეგლი დაზიანებულია გზის გაყვანის დროს, ჭრილში ჩანს 0,50 მეტრი სისქის კულტურული ფენა.

ლიტერატურა

რედაქტირება