გამარჯვების სამაროვანი

გამარჯვების სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, გოგოჭურების სამოსახლოზე. თარიღდება რკინის ხანით. სამაროვანზე დადასტურებული ორმოსამარხები გამოჩნდა საცხოვრებელი სახლის საძირკველის გაჭრის დროს. ორმოს თავზე შეინიშნებოდა ქვაყრილები. გამოვლინდა ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, ხვიები, ჯაჭვი, ნიჟარის მძივები, კერამიკული დოქები, ჭინჭილები, ბადიები და ქოთნები.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება