გამარჯვების მესამე ნამოსახლარი
გამარჯვების მესამე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ გამარჯვების დასავლეთით, 4 კილომეტრზე. მდინარე კოდისწყლის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით. 2009 წლის დაზვერვებისას აღმოაჩინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა რაზმმა (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).
ძეგლის მეოთხედი განადგურებულია XX საუკუნის 70-იან წლებში ხევზე წყალსაცავის მშენებლობის გამო. ნამოსახლარი მოგრძოა (სიგრძე — 120 მეტრი, სიგანე — 40 მეტრი). ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩანს სათავდაცვო თხრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 271.