ბულაჩაური — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ჭოპორტის თემი). მდებარეობს მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

სოფელი
ბულაჩაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭოპორტი
კოორდინატები 42°03′01″ ჩ. გ. 44°45′46″ ა. გ. / 42.05028° ჩ. გ. 44.76278° ა. გ. / 42.05028; 44.76278
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 546[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბულაჩაური — საქართველო
ბულაჩაური
ბულაჩაური — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბულაჩაური
ბულაჩაური — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ბულაჩაური

შუა საუკუნეებში ბულაჩაურზე გადიოდა ე. წ. „ცხვრის გზა“, ამ გზით გუდამაყრის ცხვარ-ძროხა ფშავ-ხევსურეთიდან საზამთროდ შირაქში გადაყავდათ. XVIII-XIX საუკუნეებში სოფელი თავად ხიმშიაშვილებს ეკუთვნოდათ, ამავე საუკუნეებში დაიწყო სოფელში მთიელთა ჩამოსახლება. კავთისხევიდან ჯერ ლაფანაანთკარში, ხოლო შემდეგ ბულაჩაურში ჩამოსახლებულან კავთელიშვილები, რომელთაც აქ მთიელთა კავთის წმ. გიორგის სალოცავი აუგიათ. ხანდოს ხეობიდან გადმოსახლებულან გვრიტიშვილები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 546 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1907[2] 124
1911[3] 99  
2002 631[4] 
2014 546  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
  3. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.