ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბრილი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ალის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ბურნეულის (ჭერათხევის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 750 მეტრი, ხაშურიდან 24 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 156 კომლი, სულ 468 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
ბრილი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ალი |
კოორდინატები | 42°04′32″ ჩ. გ. 43°36′32″ ა. გ. / 42.07556° ჩ. გ. 43.60889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 750 მ |
მოსახლეობა | 313[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 475 ადამიანი.[2] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 313 კაცი, საიდანაც 158 მამაკაცია, ხოლო 155 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002[3][4] | 470 |
2014[1] | 313 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებასოფელ ბრილში ნაპოვნია X საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში „ბრილის ჯვარი“, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით: ეკლესია ბერისა, სომხების საყდარი, ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია და ფერისცვალების ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 481.
- ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ. გვ. 76
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.