ეკლესია ბერისა
ეკლესია ბერისა - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის განაპირა უბანში, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (7,8x5,6 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის კირქვით. ეკლესია დანგრეულია - შემორჩენილია 0,8 მეტრის სიმაღლის კედლები და ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთის გვერდი მხართან ერთად. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთით ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 425.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17711