სომხების საყდარი
სომხების საყდარი - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, დიდი წიფლის ღელის მარცხენა ნაპირზე, ტყეში. ეკლესია დარბაზულია (6,6x4,6 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის კირქვითა და ბაზალტის ქვით. დანგრეულია - შემორჩენილია 3 მეტრ სიმაღლეზე საკურთხევლის და დარბაზის კედლების მცირე ნაწილი. შესასვლელი სამხრეთით ჰქონია. აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან შემორჩენილი კედლის ნაწილი აღმოსავლეთით მდებარე ბაქნის საყრდენ კედელს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 425.