ბრილის წმინდა გიორგის ეკლესია
ბრილის წმინდა გიორგის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, სურამი-ბრილის გზის მარჯვენა მხარეს, მუხნარში. ნაგებია არაწესიერი ფორმის ქვიშაქვით. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედლის 2,5 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.
ძეგლი უნახავს გიორგი ბოჭორიძეს, რომელიც მას კვერისის წმინდა გიორგის ეკლესიას უწოდებს და დასძენს:
„ბრილის სამხრეთით 1,5-2 ვერსზე, გორაკზე, რომელიც ტყითა არის დაფარული, დგას მოზრდილი ეკლესიის ნანგრევები, მოჩანს მხოლოდ საძირკველი.[1]“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 427.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბოჭორიძე გ., ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები, თბ., 2011, გვ. 218