ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია

ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია - არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის დასავლეთ ნაწილში, ქვაბთაკერის ღელის ნაპირას. დასავლეთ კედელში ჩატანებული ცხრასტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერის თანახმად, აშენებულია ერეკლე I მეფობაში (1688-1703 წწ.) დიასამიძის მიერ. ეკლესია დარბაზულია (8,3x5,6 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით და აგურით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სამხრეთ კედელი მთლიანად და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი, ამოცვენილია საპირე ქვები. ეკლესია 0,5 მეტრის სიმაღლეზე მიწით არის ამოვსებული, დარბაზში ხე იყო ამოსული. კონქი და ორივე სარკმლის თაღები შეკეთების დროს აგურით ამოუყვანიათ. ეკლესიას 2 შესასვლელი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდზე მაღალი თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. დასავლეთ შესასვლელს ორი თლილი ქვისგან შედგენილი ოდნავ შეისრული თაღი აქვს.

ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17709