ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინა (ბოსნ. Bosna i Hercegovina, ხორვატ. Bosna i Hercegovina, სერბ. Босна и Херцеговина); ასევე უწოდებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინა, აბრევიატურა - BiH — ქვეყანა სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის სარაევო. მოსაზღვრე ქვეყნებია: ხორვატია ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან; სერბეთი აღმოსავლეთიდან და მონტენეგრო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ბოსნია და ჰერცეგოვინა თითქმის ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყანაა, მას მხოლოდ ქალაქ ნეუმის გარშემო მდებარე 20 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს ადრიატიკის ზღვაზე.[5] ქვვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი არის მთიანი, ჩრდილო-დასავლეთი მთაგორიანი ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი შედარებით გაშლილია. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში არის ხმელთაშუა ზღვის ჰავა და მცენარეული საფარი.
ბოსნია და ჰერცეგოვინა Bosna i Hercegovina Босна и Херцеговина ბოსნია და ჰერცეგოვინა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Intermeco |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სარაევო 43°52′ ჩ. გ. 18°25′ ა. გ. / 43.867° ჩ. გ. 18.417° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ბოსნიური, სერბული, ხორვატული[1] | |||||
მთავრობა | ფედერაციული რესპუბლიკა | |||||
- | მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | ბარიკ იზეტბეგოვიჩი | ||||
- | საპრეზიდენტო საბჭოს წევრები | ბარიკ იზეტბეგოვიჩი1 ნებოიშა რადმანოვიჩი2 ჟელკო კომშიჩი3 |
||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 51 197 კმ2 (127-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.8 % | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 3 871 643[2] | ||||
- | 1991 აღწერა | 4 377 053 | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასებით | |||||
- | სულ | $49.241 მილიარდი[3] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,986[3] | ||||
აგი (2013) | 0.735[4] (მაღალი) (81-ე) | |||||
ვალუტა | კონვერტირებადი მარკა (BAM ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | BIH | |||||
Internet TLD | .ba | |||||
სატელეფონო კოდი | 387 | |||||
1საპრეზიდენტო საბჭოს წევრი: სერბი. |
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ბოსნია და ჰერცეგოვინა.
- ეროვნული: Bosna i Hercegovina.
- ეტიმოლოგია: ტრადიციულად, ქვეყანა ორ ტერიტორიულ ერთეულად მოიაზრება (Bosna i Hercegovina). მისი ჩრდილოეთი ნაწილის სახელი მდინარე ბოსნადან მომდინარეობს, ხოლო პატარა სამხრეთი ნაწილისა - გერმანული ტიტულისაგან Herzog, რომლის მნიშვნელობა არის „ჰერცოგი, დიდი თავადი“. ამ ტერიტორიის მმართველს სტეფან ვიკჩიჩს 1448 წელს იმპერატორმა ფრედერიკ IV-მ დიდი ვოევოდას ტიტული მიანიჭა.
ისტორია
რედაქტირება1945 წლიდან იყო იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკა. 1990 წლის არჩევნების შემდეგ სათავეში ნაციონალისტები მოვიდნენ. სერბულ-ხორვატული კონფლიქტი გავრცელდა ბოსნიის ტერიტორიაზეც და 1991 წელს სერბთა არმიამ დაიკავა მოსაზღვრე რაიონები. რესპუბლიკამ გამოაცხადა სუვერენიტეტი, რასაც წინ აღუდგა სერბი მოსახლეობა. გაჩაღდა კონფლიქტი ეროვნულ ნიადაგზე. 1992 წელს ევროკავშირმა და აშშ-მ ცნო ბოსნია-ჰერცეგოვინის დამოუკიდებლობა. იმავე წელს მიღებულ იქნა გაეროს შემადგენლობაში. გაეროს კონტინგენტისა და ნატოს ჯარების ჩარევის შედეგად მოხერხდა კონფლიქტის შეჩერება. 1997 წელს ჩატარდა მრავალეროვნული არჩევნები. ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული ურთიერთობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის. დეიტონის შეთანხმებით აქ ფაქტობრივად გაეროს პროტექტორატია დამყარებული.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მოიცავს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიწებს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სერბია, მონტენეგრო და ხორვატია. ფართობი - 51 129 კვ. კმ.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის კოლეგიური ორგანო, რომელიც შედგება 4 წლის ვადით არჩეული სამი წევრისაგან. ამათგან ერთი არის ბოსნიელი, მეორე - ხორვატი, მესამე - სერბი. როტაციის წესით ისინი თავმჯდომარეობენ საბჭოს და იცვლებიან ყოველ 8 თვეში.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი სკუპშტინა (42+15 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაქვეყნის ტერიტორიაზე ამჟამად სამი პოლიტიკურ-ეთნიკური ერთეულია: სერბიული რესპუბლიკა, მუსულმანურ-ხორვატული ფედერაცია, აგრეთვე საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ მყოფი ბრჩკოს რაიონი.
- ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია (Federacija Bosna i Hercegovina) — ხორვატულ-მუსულმანური პოლიტიკური ერთეული. მოსახლეობა: 2 023 ათასი კაცი. ფართობი: 26 076 კვ. კმ. პარლამენტი ორპალატიანია: წარმომადგენელთა პალატა (140 წევრი) და სახალხო პალატა (74 წევრი, მათ შორის 30 ბოსნიელი, 30 ხორვატი, 14 უმცირესობიდან). დედაქალაქი: სარაევო.
- სერბთა რესპუბლიკა (Republika Srpska) — პოლიტიკური ერთეული, სადაც ეთნიკური სერბები არიან უმრავლესობაში. მოსახლეობა: 1 505 ათასი კაცი, ფართობი: 25 053 კვ. კმ.. პარლამენტი (ეროვნული ასამბლეა) 140 წევრიანია. დედაქალაქი: ბანია ლუკა.
- ბრჩკოს ოლქი (Brčko District) — ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე თვითმართვადი პოლიტიკური ერთეული, რომელიც ქალაქ ბრჩკოს და მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. იგი ერთდროულად ეკუთვნის ფედერაციის ორივე სუბიექტს და იმყოფება საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ. მოსახლეობა: 87 332 ათასი კაცი, ფართობი: 493 კვ. კმ.
დემოგრაფია
რედაქტირება- მოსახლეობა - 3 920 000[2] (2014), მათ შორის: ბოსნიელები - 48 %, სერბები - 37,1 %, ხორვატები - 14,3 %, სხვა - 0,6 %.
- სახელმწიფო ენა: ბოსნიური, სერბული და ხორვატული.
- რელიგია - მუსლიმები, მართლმადიდებლები, კათოლიკეები.
- დედაქალაქი - სარაევო (438 ათასი).
- ქალაქები - ბანია-ლუკა (200 ათასი), ტუზლა (115), ზენიცა (115), ბიელინა (115), მოსტარი (115).
ეკონომიკა
რედაქტირება- რესურსები - ქვანახშირი, რკინა, ბოქსიტები, მანგანუმი, ტყეები, სპილენძი, ქრომი, ტყვია, თუთია, ჰიდროენერგია.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - $9,986.[3]
- ვალუტა - კონვერტირებადი მარკა (BAM).
მემკვიდრეობა
რედაქტირება- ღირსშესანიშნაობები: რომაული ფორტი ბანია-ლუკაში (III ს.), შუასაუკუნეების რამდენიმე მეჩეთი სარაევოსა და ტუზლაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) ბოსნია და ჰერცეგოვინა დაარქივებული 2008-07-03 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) ბოსნია და ჰერცეგოვინა - BBC News-სგან.
- (ფრანგული) ბოსნია და ჰერცეგოვინას ტრადიციული მუსიკა
- (ბოსნიურად) ბოსნია და ჰერცეგოვინას სამზარეულო )
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Agency of Statistics of Bosnia and Herzegovina. About BiH. Agency of Statistics of Bosnia and Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
- ↑ 2.0 2.1 Bosnian Statistics Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 2014-05-18.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Bosnia and Herzegovina. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
- ↑ Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 29 November 2011.
- ↑ Field Listing – Coastline დაარქივებული 2017-07-16 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, 2006-08-22