ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშაბოსნია და ჰერცეგოვინის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1998 წლის 4 თებერვალს.

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა
მიღებულია 4 თებერვალი, 1998
პროპორცია 1:2
დროშის ავტორი კარლოს ვესტენდორფი
წინა დროშები

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 1992-1998 წწ.

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 1945-1992 წწ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში მიიღეს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლისფერ ნაჭერს ცენტრში ქვეყნის გერბით. ზუმუხტისფერ ფარზე გამოსახული იყო ექვსი ოქროსფერი შროშანი. ფარს დიაგონლზე კვეთდა ვერცხლისფერი ზოლი. ბოსნიის ომის დროს დროშას იყენებდნენ ბოსნიელი მუსულმანები და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის მთავრობა თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დროშას იყენებენ მუსულმანური ნაციონალური ორგანიზაციები, ბოსნიელი ეროვნების ფეხბურთის გულშემატკივრები, ასევე ბოსნიელი ნაციონალისტები.

თანამედროვე დროშაზე ლურჯი ფერი გაეროს ფერია. ვარსკვლავები ევროპას განასახიერებენ, ხოლო ოქროსფერი სამკუთხედი სამი ერის (ბოსნიელები, ხორვატები, სერბები) სიმბოლოა.

დროშის პროექტები

რედაქტირება

დეიტონის შეთანხმების შემდეგ დადგა ქვეყნის ახალი დროშის მიღების საკითხი. აღნიშნული საკითხის წინა პლანზე წამოწევა განაპირობა სერბებისა და ხორვატების პრეტენზიებმა. აღნიშნული ერები არსებულ დროშას არ მიიჩნევდნენ საერთო ეროვნულად. განიხილებოდა დროშის შემდეგი ვარიანტები:

პროექტი 1
„ჩეხური ვარიანტი“ — დროშაზე წარმოდგენილი იყო სამი ფერი, რომელიც განასახიერებდა ქვეყანაში მცხორებ სამ ეროვნებას.
პროექტი 2
დაფნის რტო, ცისფერ ფონზე, დაფნა და ცისფერი ფონი ასოცირდებოდა გაეროსთან.
პროექტი 3
ქვეყნის რუკის კონტური ცისფერ ფონზე.
პროექტი 4
წითელ-თეთრ-ცისფერი დროშა, ქვეყნის რუკით, რომელიც ვარსკვლავებით იყო გარშემორტყმული.
პროექტი 5
პროექტი, რომელის საბოლოოდ გახდა ბოსნია და ჰერცეგოვინის ოფიციალური დროშა. საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოდგენილი იყო ალტრნატიული პროექტი 6 და პროექტი 7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება