ბერულა

სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტის ერედვის თემში

ბერულა[3][4]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში. ერედვის თემის ცენტრი.

სოფელი
ბერულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ერედვი
კოორდინატები 42°14′23″ ჩ. გ. 44°01′50″ ა. გ. / 42.23972° ჩ. გ. 44.03056° ა. გ. / 42.23972; 44.03056
ცენტრის სიმაღლე 990
მოსახლეობა 795[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98%)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1407[2]
ბერულა — საქართველო
ბერულა
ბერულა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ბერულა
ბერულა — ერედვის მუნიციპალიტეტი
ბერულა

ეტიმოლოგია

რედაქტირება

იყო სოფელ ერედვის ერთ-ერთი უბანი და ხევის უბანი, შუა ერედვი (გამომდინარე იქიდან, რომ ერედვსა და არგვიცს (კიდევ ერთ უბანს) შორის მდებარეობდა) ან ბერუაანთ უბანი ეწოდებოდა (აქ მცხოვრები ბერუაშვილების გამო).[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს,[6] ზღვის დონიდან 990 მეტრზე.[7] გადაბმულია სოფელ ერედვზე და უწინ მისი ერთ-ერთი უბანი იყო (არგვიცთან და ერედვთან ერთად ქმნიდა ე. წ. „დიდ ერედვს“),[8] მოგვიანებით გამოეყო ცალკე სოფლად, თუმცა მოსახლეობა ამ სამივე სოფელს მაინც ერედვად მოიხსენიებს;[5] ცხინვალიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, გორიდან — 34 კილომეტრით.[7]

1926 წლის აღწერაში ცალკე სოფლად იხსენიება. საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით ბერულა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში (1926 წლის აღწერაში შესულია ცხინვალის სასოფლო საბჭოში).[6] 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში,[6] 2006 წლამდე — გორის რაიონში.[7] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2002 წლის აღწერაში შესულია როგორც ბერულის თემის საკრებულოს ცენტრი.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმის გამო, რომ ბერულა ეთნიკურად ქართველებით იყო დასახლებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, აგრესორებმა პირველად 8 აგვისტოს დაბომბეს, შემდეგ დღეებში კი დაწვეს.[8] მოსახლეობა დევნილად იქცა; მოკლეს 3 ადამიანი.[10] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Берула.[11]

დემოგრაფია

რედაქტირება

1926 წლის აღწერის მიხედვით ბერულაში ცხოვრობდა 109 კომლი და 613 სული, რომელთაგან 586 ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო 27.[12] 1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 814 მცხოვრები[7] [773 (85%) ქართველი და 41 (15%) ოსი].[13] 2002 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის თანახმად ბერულის მოსახლეობას შეადგენდა 209 კომლი[14] და 795 სული (395 მამაკაცი და 400 ქალი), რომელთაგან 98% იყო ქართველი.[1] აგვისტოს ომის დროს სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან.

აქ მცხოვრები გვარებიდან აღსანიშნავია ბერუაშვილები, ვახტანგაშვილები, მაისურაძეები. აქაურების მტკიცებით, შუა ერედვში (ანუ ბერულაში) დაიბადა ბერი იოანე (მაისურაძე).[5]

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II, გვ. 226
  2. საფოსტო ინდექსის მოძებნასაქართველოს ფოსტა
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 24.
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 34.
  5. 5.0 5.1 5.2 ერედვი. კარიბჭე (4 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019.
  6. 6.0 6.1 6.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 334.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 409.
  8. 8.0 8.1 ხიდაშელი თ., დიდი ერედვის (ერედვი-ბერულა-არგვიცი) დაბომბვა // აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 49, 161, თბ., 2009.
  9. 9.0 9.1 რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019.
  10. აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 237, 230, 233
  11. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 8
  12. მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 191
  13. Население по итогам переписи 1989 г. (16.02.2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.03.2012. ციტირების თარიღი: 17.11.2019.
  14. აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 155