არგვიცი

სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ერედვის თემში

არგვიცი[3][4]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ერედვის თემში.

სოფელი
არგვიცი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ერედვი
კოორდინატები 42°14′11″ ჩ. გ. 44°01′33″ ა. გ. / 42.23639° ჩ. გ. 44.02583° ა. გ. / 42.23639; 44.02583
ცენტრის სიმაღლე 1010
მოსახლეობა 561[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები — 98% (2002)
ეთნოქორონიმი არგვიცელი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1407[2]
არგვიცი — საქართველო
არგვიცი
არგვიცი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
არგვიცი
არგვიცი — ერედვის მუნიციპალიტეტი
არგვიცი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სავარაუდოა, რომ სახელი „არგვიცი“ მოდის სიტყვიდან „არაგვი“ (არაგვისი → არაგვიცი → არგვიცი). აქედან გამომდინარე, სოფლის წარმოშობა შესაძლოა არაგვის ხეობიდან გადმოსახლებულებს უკავშირდებოდეს.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1010 მეტრი. ერედვიდან 1 კმ, ცხინვალიდან 4 კმ,[6] გორიდან 33 კმ.[7] გადაბმულია სოფელ ბერულაზე. უწინ არგვიცი ერედვის ერთ-ერთი უბანი იყო (ბერულასთან და ერედვთან ერთად ქმნიდა ე. წ. „დიდ ერედვს“)[8] და მას მოგვიანებით გამოეყო ცალკე სოფლად.[5]

1926 წლის აღწერაში ცალკე სოფლად იხსენიება. საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით არგვიცი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში (1926 წლის აღწერაში შესულია ცხინვალის სასოფლო საბჭოში).[6] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[9] 2002 წლის აღწერაში შესულია როგორც ბერულის თემის საკრებულოს სოფელი.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმის გამო, რომ არგვიცი ეთნიკურად ქართველებით იყო დასახლებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, აგრესორებმა დაბომბეს, შემდეგ კი დაწვეს.[8] მოსახლეობა დევნილად იქცა; მოკლეს 1 ადამიანი.[10] ამ დროიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[11] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Аргвис (არგვის).

მოსახლეობა

რედაქტირება

1926 წლის აღწერის მიხედვით არგვიცში ცხოვრობდა 60 კომლი და 362 სული, რომელთაგან ყველა ეთნიკურად ქართველი იყო.[12] 1989 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 508 კაცი[7] [450 (90%) ქართველი და 48 (10%) ოსი].[13] 2002 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის თანახმად არგვიცის მოსახლეობას შეადგენდა 561 კაცი (269 მამაკაცი და 292 ქალი), რომელთაგან 98% იყო ქართველი.[1] აგვისტოს ომის დროს სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია.[14]

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II, გვ. 226
  2. საფოსტო ინდექსის მოძებნასაქართველოს ფოსტა
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 21.
  5. 5.0 5.1 ერედვი. კარიბჭე (4 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2019.
  6. 6.0 6.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 556.
  7. 7.0 7.1 გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 190.
  8. 8.0 8.1 ხიდაშელი თ., დიდი ერედვის (ერედვი-ბერულა-არგვიცი) დაბომბვა // აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 49, თბ., 2009.
  9. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  10. აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 233
  11. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2019.
  12. მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 191
  13. Население по итогам переписи 1989 г. (16.02.2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.03.2012. ციტირების თარიღი: 13.11.2019.
  14. შიდა ქართლი. პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 1, გვ. 10, თბ., 2002