ერედვის თემი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.[2] ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ბერულა. მის შემადგენლობაში შედის სოფლები: არგვიცი, ბერულა (ცენტრი), ერედვი, ზემო ფრისი, მამისაანთუბანი და ფრისი.[3] ადრე ბერულის თემი ერქვა. 2002 წლის აღწერაში ბერულის თემისთვისაა მიკუთვნებული სოფელი არცევიც (მისი ნაწილი, ე. წ. „ქართული არცევი“).[1] 2008 წლამდე ერედვის თემის სოფლებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ფრისს. 2008 წლიდან ერედვის თემი, ისევე როგორც მთლიანად ერედვის მუნიციპალიტეტი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

თემი
ერედვის თემი
Eredvi administrative unit.svg
ერედვის თემის რუკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
ადმ. ცენტრი ბერულა
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 2963[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები, ოსები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი, 2020
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 334.
  4. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.