ბაჯითი
ბაჯითი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სარეკის თემი). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთი შტოქედის დაბოლოებაზე, საჩხერის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე. მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ბაჯითი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | სარეკი |
კოორდინატები | 42°20′50″ ჩ. გ. 43°22′05″ ა. გ. / 42.34722° ჩ. გ. 43.36806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 520[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 520 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 857 | 418 | 439 |
2014[1] | 520 | 252 | 268 |
ეკონომიკა
რედაქტირებასოფლის მოსახლეობა ძირითადად აწარმოებს სიმინდს და ლობიოს. სოფელში ასევე მისდევენ მევენახეობას (გავრცელებული ჯიშებია ციცქა, ცოლიკოური, ქვიშხური, ძელშავი). სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[3]
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში არის შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 257.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა[მკვდარი ბმული]
- ↑ ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. თბილისი, 1995, გვ.216-218.