ბაქტრიული ენა
ბაქტრიული ენა (Αριαο, Aryao) — მკვდარი აღმოსავლეთირანული ენა რომელზეც საუბრობდნენ ცენტრალური აზიის რეგიონ ბაქტრიაში, ასევე იყო ქუშანის სამეფოს და ეფთალიტების ოფიციალური ენა.
ბაქტრიული Αριαο | |
გავრცელებულია | ცენტრალური აზია |
ოფიციალური სტატუსი | ქუშანის სამეფო ეფთალიტები |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-xbc}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ბაქტრიული |
სახელი
რედაქტირებადიდი ხნის განმავლობაში ავესტური მიიჩნეოდა "ძველ ბაქტრიულად", თუმცა XIX საუკუნის ბოლოს ეც მიდგომა შეიცვალა. ბაქტრიულისთვის უმეტესად ბერძნული დამწერლობა გამოიყენებოდა, რომელიც ადგილობრივად ცნობილი იყო როგორც αριαο ("არიელები": ინდო-ევროპელი ხალზების საერთო ენდონიმი). ასევე ცნობილი იყო როგორც: ბერძნულ-ბაქტრიული, ქუშანური ან ქუშანურ-ბაქტრიული.
ქუშანის სამეფოს პერიოდში ბაქტრიას ეწოდებოდა ტუხარა ან ტოხარა, ხოლო მოგვიანებით ტოხარისტანი. როდესაც ჩინეთში ტარიმის ღრმულში ადრეულ XX საუკუნეში აღმოაჩინეს ტექსტები მანამდე უცნობ გამქრალ ინდო-ევროპულ ენებზე (ტოხარული ენები), ისინი ავტომატურად დაუკავშირეს ტოხარისტანს ხოლო ბაქტრიულს მოიხსენიებდნენ ჭეშმარიტ ან ორიგინალურ ტოხარიანულად. 1970-იანებში აშკარა გახდა, რომ ასეთი დასკვნეისთვის არ იყო საკმარისი მტიკიცებულება. მაგალითად: ტოხარული ენები ინდო-ევროპული ენების ოჯახის "ცენტუმური" ენები იყო, ხოლო ბაქტრიული იყო ირანული "სატემური" ენა.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაბაქტრიული არის აღმოსავლეთ ირანული ლინგვისტური არეალის ნაწილი, და იზიარებს ისეთი გამქრალი შუა ირანული ენების მახასიათებლებს როგორიც არის: სოგდიური, ხვარაზმული და პართიული. მას ასევე აქვს კავშირი თანამედროვე აღმოსავლეთ ირანულ ენებთან, რომლებიცაა: პუშტუ და პამირული ენები.[1] მისი გენეალოგიური მდებარეობა გაურკვეველია.[2] ზოგიერთი წყარს მიხედვით, თანამედროვე აღმოსავლეთ ირანული ენა მუნჯიზე მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ჩრდილო ავღანეთში ბადახშანის პროვინციაში ცხოვრობენ, შესაძლოა წარმოადგენდნენ ბაქტრიულთან ყველაზე ახლოს მგდომი ენის მატარებლებს.[3]
ისტორია
რედაქტირებაბაქტრიული იყო ქუშანის იმპერიის და ბაქტრიის რეგიონის ლინგვა ფრანკა (საერთო ენა), რომელმაც ბერძნული ენა ჩაანაცვლა. ომაიანთა სახალიფოს გამოჩენამდე ბაქტრიის მმართველები ამ ენაზე საუბრობდნენ.
ისტორიული განვითარება
რედაქტირებაძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელის მიერ ბაქტრიის დაპყრობის შემდეგ რეგიონის ელინისტი მმათველების ადმინისტრაციული ენა ბერძნული იყო. ეს მოიცავდა სელევკიდების სახელმწიფოს და ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს. ძვ. წ. 140 წელს ამ ტერიტორიაზე შემოიჭრნენ აღმოსავლეთ სკვითური ტომები (საკები, საკარასები ბერძნულ წყაროებში) და ძვ. წ. 124 წლისთვის რეგიონი მოქცა იუეჩჟების და ტოხარების კონფედერაციულ მმართველობის ქვეშ. I საუკუნეში კონფედერაციის ერთ-ერთი ტომის მმართველებმა კუშანებმა შეძლეს საკუთარ ხელში ძალაუბლების კონცეტრაცია და დინასტიის დაარსება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კუშანების იმპერია.
კუშანების იმპერია ადმინისტრაციული მიზნებისთვის თავიდან იყენებდა ბერძნულს, თმცა მალევე გადავიდა ბაქტრიულზე. ბაქტრიული რაბათაკის წარწერა (აღმოჩენილია 1993 წელს და გაშიფრეს 2000-ში) აღწერს, რომ კუშანების მეფე კანიშკამ ძვ. წ. 127 წელს ბერძნული (იონიური) გააუქმა როგორც ადმინისტრაციული ენა და შემოიღო ბაქტრიული (არიული ენა).[4][5] ამ პერიოდიდან ბერძნული როგორც ადმინისტრაციული ენა ქრება და შემდგომ წყაროებში მხოლოდ ბაქტრიული ჩანს. ამის მიუხედავად ბერძნული დამწერლობა შემორჩა და გამოიყენებოდა ბაქტრიულის ჩასაწერად.
კუშის სამეფოს ტერიტორიულმა ექსპანსიამ ხელი შეუწყო ბაქტრიულის ცენტრალურ აზიასაში და ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებას.
III საუკუნეში კუშის სამეფოს ტერიტორია მდინარე ინდის დასავლეთით გადავიდა სასანიანების ხელში და ბაქტრიულმა დაიწყო შუა სპარსულის გავლენის ქვეშ მოქცევა. კუშის იმპერიის აღმოსავლეთ ნარჩენის ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში დაიპყრო გუპტას იმპერიამ. ამ პერიოდის მონეტები ბაქტრიულთან ერთად ფეჰლავური და ბრაჰმის დამწერლობითაც გვხვდება.
IV საუკუნის შუა პერიოდიდან ბაქტრია და ჩრილ-დასავლეთი ინდოეთი გადადის ეფთალიტების და ჰუნების სხვა ტომების ხელში. ეფთალიტების პერიოდი გამორჩეულია ლინგვისტური მრავალფეროვნებით. ბაქტრიულთან ერთად გამოიყენება: შუა სპარსული, ინდო-არიული და ლათინური ლექსიკა. რეგიონში ეფთალიტების მმართველობა VII საუკუნეში ომაიანთა სახალიფომ ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ბაქტრიულის ოფიციალური გამოყენება წყდება. ასევე წყდება ბაქტრიულის სხვა დანიშნულებით გამოყენებაც. ბოლო ბაქტრიული ტექსტები არმოჩენილია პაკისტანში ტოჩის ხეობაში რომელიც IX საუკუნით თარიღდება.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- Falk (2001): “The yuga of Sphujiddhvaja and the era of the Kuṣâṇas.” Harry Falk. Silk Road Art and Archaeology VII, pp. 121–136.
- Henning (1960): “The Bactrian Inscription.” W. B. Henning. Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 23, No. 1. (1960), pp. 47–55.
- Gershevitch, Ilya (1983), „Bactrian Literature“, Yarshater, Ehsan, Cambridge History of Iran, 3, Cambridge: Cambridge UP, pp. 1250–1258, ISBN 0-511-46773-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Henning (1960), p. 47. Bactrian thus “occupies an intermediary position between Pashto and Yidgha-Munji on the one hand, Sogdian, Choresmian, and Parthian on the other: it is thus in its natural and rightful place in Bactria”.
- ↑ Novák, Ľubomir (2014). „Question of (re)classification of Eastern Iranian languages“. Linguistica Brunensia: 77–87.
- ↑ Waghmar, Burzine K. (2001) 'Bactrian History and Language: An Overview.' Journal of the K. R. Cama Oriental Institute, 64. pp. 45.
- ↑ Harry Falk (2001), “The yuga of Sphujiddhvaja and the era of the Kuṣâṇas.” Silk Road Art and Archaeology 7: 121–36.p. 133.
- ↑ http://www.silkroadfoundation.org/newsletter/vol10/SilkRoad_10_2012_simswilliams.pdf
- ↑ (1994) History of Civilizations of Central Asia: The Development of Sedentary and Nomadic Civilizations, 700 B. C. to A, Part 250, illustrated, UNESCO, გვ. 433. ISBN 9231028464.