ახალი კალედონიის გეოგრაფია

ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) — კუნძულების ჯგუფი სამხრეთ წყნარ ოკეანეში, მისგან დასავლეთით მდებარეობს ავსტრალია, ხოლო აღმოსავლეთით ოკეანეთის ქვეყნები. ახალი კალედონიის ტერიტორია განსაკუთრებული სტატუსის მქონე საფრანგეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიების ნაწილია. წარმოადგენს ერთ დიდ კუნძულ გრანდ-ტერს (ფრანგ. Grande Terre) რამდენიმე პატარა კუნძულებით და კლდეებით.

ახალი კალედონიის გეოგრაფია
მშობ. სახელი: ფრანგ. Nouvelle-Calédonie

ახალი კალედონიის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
21°30′ ს. გ. 165°30′ ა. გ. / 21.500° ს. გ. 165.500° ა. გ. / -21.500; 165.500
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 19 060 კმ²
სიგრძე 350 კმ
სიგანე 70 კმ
სანაპიროს სიგრძე 2254 კმ
უმაღლესი წერტილი 1628 მ
პანე
საფრანგეთი
საფრანგეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიები ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
უდიდესი ქალაქი ნუმეა (მოს. 91 386)
დემოგრაფია
მოსახლეობა 245 580 (2009)
სიმჭიდროვე 12,88 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები მელანეზიელები 40,3 %, ევროპელები 29,2 %, უოლისები და ფუტუნაელები 8,7 %, პოლინეზიელები 2,0 %, ინდონეზიელები 1,6 %, ვიეტნამელები 1,0 %, ნი-ვანუატუ 0,9 %, სხვა 16,2 %

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ახალი კალედონიის კუნძულების მდებარეობა

ახალი კალედონიის კუნძულების ფართობი შეადგენს 19 060 კმ²-ს, აქედან 485 კმ² წყალს უკავია. კუნძულის სანაპირო ხაზის სიგრძე შეადგენს 2254 კილომეტრს.

სანაპირო ზოლი ძირითადად ვაკე ტერიტორიას უკავია, თუმცა კუნძულის ცენტრალური ნაწილი ძირითადად მთიან რელიეფს უკავია. უმაღლესი მწვერვალია — მთა პანე, 1628 მეტრი სიმაღლით. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთამდე გადის ცენტრალური ქედი. სანაპირო ძლიერ დაგრეხილია და აქვს ბევრი მოსახერხებელი უბე, რომელთანაც მიახლოება გართულებულია მარჯნის რიფებით. ახალი კალედონიის კუნძულებს გარს აკრავს ახალი კალედონიის ბარიერული რიფი, ძირითადად ჩამოყალიბებულია ოფიოლითური კომპლექსებით.

კუნძულებზე ბევრი მდინარეებია, მაგრამ ისინი მოკლეებია და ჩაედინებიან მარჯნის ზღვაში. ჭარბობს ნაყოფიერი წითელმიწიანი ნიადაგი.

კლიმატური პირობები საკმაოდ კარგია. საშუალო წლიური ტემპერატურაა — +23-24,5 °C. ახალი კალედონია მოქცეულია ტროპიკულ სარტყელში, აქ არის მუდმივი პასატები. კლიმატი ცხელი მაგრამ ტენიანია. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი კალედონიის ევროპელ გადასახლებულთა კოლონიად გადაქცევაში.

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

კუნძულის ძირითადი სასარგებლო წიაღისეულია: ნიკელი, ქრომი, რკინა, კობალტი, მანგანუმი, ვერცხლი, ოქრო, ტყვია და სპილენძი.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

1993 წლის მონაცემებით აქ ტერიტორიის 12 % საძოვრებს, ხოლო 39 % ტყიან რელიეფს ეკავა. დღეისთვის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია, ტყე კუნძულის ტერიტორიის 15 %-ს მოიცავს. სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი უპირატესად საძოვრებიანია, ალაგ-ალაგ გვხვდება მანგროს ტყეები. იზრდება მთელი რიგი ძვირფასი ხის ჯიშები, მათ შორის წიწვოვანი აგათისის და არაუკარიის (ახალი კალედონიის გერბზე გამოსახულია Araucaria columnaris) სხვადასხვა სახეობები.

ახალი კალედონიის ფაუნა შედარებით ღარიბია, მიუხედავად ამისა არსებობენ ენდემები. კუნძულებზე ბინადრობენ ძალიან დიდი რაოდენობით ლათ. Diplodactylidae.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება