ახალი კალედონიის ბარიერული რიფი

ახალი კალედონიის ბარიერული რიფი (ფრანგ. Lagons de Nouvelle-Calédonie) — ბარიერული რიფი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალ კალედონიაში. წარმოადგენს მსოფლიოში სიგრძით მეორე, ორმაგ ბარიერულ, მარჯნის რიფს ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის შემდეგ.

ახალი კალედონიის ლაგუნები: რიფების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 20°24′43″ ს. გ. 164°33′59″ ა. გ. / 20.41194° ს. გ. 164.56639° ა. გ. / -20.41194; 164.56639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1115
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1115
ინგლ.რუს.ფრ.

ბარიერული რიფი გარს ერტყმის ჯგუფის უდიდეს კუნძულს, გრანდ-ტერს, ისევე როგორც პენს და სხვა რამდენიმე პატარა კუნძულს, რის შედეგადაც მისი საერთო სიგრძე 1500 კმ-ია. რიფს თან ახლავს 24 000 კმ² ფართობის მქონე ლაგუნა, რომლის საშუალო სიღრმეც 25 მეტრია. რიფები გაწოლილია სანაპიროდან 30 კმ-ის მოშორებით, მაგრამ ჩრდილო-დასავლეთით განფენილია 200 კმ-ზე. ამ განფენილობაში მდებარეობს ბელეპის და და სხვა პატარა ქვიშიანი კუნძულები (Cay).

რიფი ცოცხალი სამყაროს სახეობების განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებითა და ენდემების მაღალი დონით გამოირჩევა. აქ ბინადრობენ საფრთხის ქვეშ მყოფი დუგონები (Dugong dugon), ასევე დიდი რაოდენობით ზღვის მწვანე კუები (Chelonia mydas).

რიფების უმრავლესობა, სიჯანსაღის მხრივ, კარგ მდგომარეობაშია. მხოლოდ მისი ზოგიერთი აღმოსავლეთი ნაწილია დაზიანებული კუნძულ გრანდ-ტერზე ნიკელის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.

მაღაროებიდან, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან და მდელოებიდან ჩატანილმა სედიმენტებმა მნიშვნელოვნად დააზიანა მდინარის შესართავებთან მდებარე რიფები. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მანგროს ტყეების გაჩეხვის შემდეგ, რომელიც სედიმენტების კუნძულზე შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ყოველივე ამის შემდეგ, ზოგიერთი რიფი რამდენიმე მეტრის სისქის შლამით დაიფარა.

ახალი კალედონიის ლაგუნებში გავრცელებულია მრავალი სახეობის პლანქტონი, დიდი ზომის თევზები და ზვიგენები.

2002 წელს, საფრანგეთის მთავრობამ იუნესკოს შესთავაზა ახალი კალედონიის რიფები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანა. ორგანიზაციამ თხოვნა 2008 წელს დააკმაყოფილა და ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით: ახალი კალედონიის ლაგუნები: რიფების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება