ბელეპის კუნძულები
ბელეპის კუნძულები (ფრანგ. Îles Belep) — მცირე კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი კალედონიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის ჩრდილოეთი პროვინციის ილ-ბელეპის კომუნის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Belep | |
---|---|
ბელეპის კუნძულების ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 19°45′ ს. გ. 163°40′ ა. გ. / 19.750° ს. გ. 163.667° ა. გ. |
მთავარი კუნძული | არტი |
ფართობი | 69,5 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
283 მ მთა ვაალა |
ახალი კალედონია | |
პროვინცია | ჩრდილოეთი პროვინცია |
კომუნა | ილ-ბელეპი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 895 (2009) |
სიმჭიდროვე | 8,802 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაბელეპის კუნძულები მდებარეობს დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილოეთში ახალი კალედონიის ჩრდილოეთი წერტილიდან[1]. კუნძულების ჯგუფი შედგება რამდენიმე მომცრო მარჯნის კუნძულისაგან, ასევე უფრო დიდი, პოტის (ინგლ. Pott Island) და არტის (ინგლ. Art Island) მთიანი კუნძულებისგან.
ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 69,5 კმ²-ს. ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძულია — არტი (52 კმ²)[1]. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — მთა ვაალა (283 მეტრი).
ისტორია
რედაქტირებაბელეპის კუნძულებს სახელი დარქმეული აქვს კანაკების ერთ-ერთი ბელადის პატივსაცემად, რომელიც კუნძულებზე დასახლდა ძველ დროში. კუნძულებზე პირველი კათოლიკური მისია დაფუძნდა 1856 წელს. 1892 წლიდან 1898 წლამდე პერიოდში კუნძულებზე მდებარეობდა კეთრით დაავადებულთა სპეციალიზებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წელს ბელეპის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 895 ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლები — კანაკები (99,3 %). მთავარი დასახლებული პუნქტია — არტის კუნძულზე მდებარე სოფელი ვალა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. ბელეპის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2014-11-23.