აშდოდი

(გადამისამართდა გვერდიდან აშდოდის ისტორია)

აშდოდი (ებრ. אַשְׁדּוֹד (აუდიო) ; არაბ. اشدود, إسدود Isdud) — ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით. აშდოდის პორტი უდიდესია მთელს ისრაელში და მთელი იმპორტის 60% შედის. თანამედროვე აშდოდი დაარსდა 1956 წელს, თუმცა ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1968 წელს მიიღო.

ქალაქი
აშდოდი
אַשְׁדּוֹד
დროშა გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
რაიონი სამხრეთი
კოორდინატები 31°48′00″ ჩ. გ. 34°39′00″ ა. გ. / 31.80000° ჩ. გ. 34.65000° ა. გ. / 31.80000; 34.65000
ქალაქის მერი იჰიელ ლასრი
დაარსდა 1956
ამჟამინდელი სტატუსი 1968
ფართობი 47.242 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24
მოსახლეობა 228,100 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 8
საფოსტო ინდექსი 77ххх
ოფიციალური საიტი ashdod.muni.il
აშდოდი — ისრაელი
აშდოდი

აშდოდი ერთ-ერთი უძველესი ქანაანური ქალაქი პალესტინაში. ადრეულ ქანაანურ პერიოდში მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. შემდეგ ამ ქალაქის აღება ფილისტიმელებმა მოახერხეს. აშდოდი ერთ-ერთი იყო ფილისტიმელთა ხუთი ქალაქის კავშირს შორის. ებრაელებისთვის წართმეული აღთქმის კიდობანი დროებით ამ ქალაქში ინახებოდა. ფილისტიმელების შემდეგ აშდოდი შედიოდა იუდეის სამეფოს სამფლობელოებში. იუდეის მეფე უზიამ გაამაგრა ქალაქი და ძლიერი გალავანი შემოავლო. ძვ. წ. 734 წელს აშდოდი ასურელებს დანებდა, ძვ. წ. 712 წელს კი ასურეთის მეფე სარგონ II-მ პალესტინაში აჯანყება ჩაახშო, რომელსაც აშდოდი მეთაურობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ქალაქი ასურულ პროვინციად იქცა. ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ აშდოდს ეგვიპტელები დაეუფლნენ. ბაბილონის მიერ იუდეის დაპყრობისა და ხალხის გადასახლების შემდეგ ქალაქს ისევ ფილისტიმელები დაეუფლნენ და თავიანთ დედაქალაქად აქციეს. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელების ლიდერის, ნეემიას მმართველობის და მის მიერ იერუსალიმის აღდგენის პერიოდში სიტყვა „აშდოდელი“ „ფილისტიმელის“ სინონიმი იყო. ელინისტურ პერიოდში აშდოდი (ბერძნულად აზოტოსი) პროვინციის ცენტრალური ქალაქი იყო. იუდეის სამეფოს აღდგენის შემდეგ იონათან მაკაბელმა ქალაქის ტერიტორიები გადაწვა და გაანადგურა, ქალაქი კი იოან გირკან I-მა აიღო (დაახლ. ძვ.წ 165 წ). აშდოდს იუდეის სამეფო ძვ.წ 63 წლამდე, რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობამდე ინარჩუნებდა. რომაელებმა აშდოდი ჰეროდე დიდს დაუმორჩილეს, მის შემდეგ კი რომის პროვინცია გახდა.[1]

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

აშდოდი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ხოფერია ნიკა, ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია, თბილისი: „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, 2011. — გვ. 39–40, ISBN 9789941037658.
  2. Bordeaux - Rayonnement européen et mondial French. Mairie de Bordeaux. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 2013-07-29.
  3. Bordeaux-Atlas français de la coopération décentralisée et des autres actions extérieures French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 2013-07-29.
  4. Ashdod, jumelée à Bordeaux le 7décembre 1984 French. Official Bordeaux website. ციტირების თარიღი: September 18, 2007.
  5. Bahía Internacional Ciudades Hermanas Spanish. Official Bahia Blanca website. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2007. ციტირების თარიღი: September 18, 2007.
  6. Städtepartnerschaften des Bezirks Spandau German. Official Spandua website. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 16, 2007. ციტირების თარიღი: September 18, 2007.
  7. Tampa Sister Cities. Official site for the city of Tampa, Florida. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2007. ციტირების თარიღი: September 18, 2007.