აფრიკული პალმის ციბეტა

(გადამისამართდა გვერდიდან აფრიკული პალმის ციბეტები)

აფრიკული პალმის ციბეტა ან უბრალოდ პალმის ციბეტა (ლათ. Nandinia binotata) — ძუძუმწოვარი ცხოველი მტაცებლების რიგისა. მონოტიპური ოჯახისა და გვარის წარმომადგენელია. ტანით არც თუ ისე დიდია: მისი სხეულის სიგრძეა 44–58 სმ, სქელი კუდისა — 46–62 სმ, მასა 1,7–2,1 კგ. ახასიათებს მოკლე ფეხები და მოკაუჭებული ბრჭყალები. ბეწვი მოკლე და ხაოიანია. შეფერილია მონაცრისფროდ ან მურად, დაჰკრავს წითური ან წაბლისფერი ელფერი. ტანზე აყრია მუქი და ბუნდოვანი ლაქები. მე-3 და მე-4 თითებს შორის გააჩნია სურნელოვანი ჯირკვალი. გავრცელებულია ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, გვინეა-ბისაუდან სამხრეთ სუდანამდე და ზიმბაბვის აღმოსავლეთ მხარემდე. მისდევს ნახევრადმეხეურ ცხოვრებს, აქტიურია ღამით, დღეს 10–30 სიმაღლეზე ან ლიანებში ატარებს. მარტოსული ცხოველია. რაციონის 80 %-ს ხილი შეადგენს, აგრეთვე იკვებება მღრღნელებით, ხილიჭამია ხელფრთიანებით, ფრინველებით, მათი კვერცხებით, მსხვილი ხოჭოებით, მუხლუხებითა და ლეშით. ანადგურებს ვირთაგვებს, თაგვებსა და ტარაკნებს. ხშირად ჭამს მცენარეებსაც. აღმოსავლეთ აფრიკაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აფრიკულ პალმის ციბეტა ორჯერ მრავლდება წელიწადში — მაისსა და ოქტომბერში (ემთხვევა ტენიან სეზონებს). მაკეობა 64 დღე-ღამე გრძელდება, მშობიარობს ხეზე. შობს 2–4 ნაშიერს. დედალი მათ რძით კვებავს. ზრდასრულობას 3 წლისანი აღწევენ. ცოცხლობენ 15 წლამდე.

აფრიკული პალმის ცივეტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  პალმის ციბეტასებრნი
(Nandiniidae Pocock, 1929)
გვარი:  პალმის ციბეტა
(Nandinia J. E. Gray, 1843)
სახეობა:  აფრიკული პალმის ციბეტა
ლათინური სახელი
Nandinia binotata (J. E. Gray, 1830)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41589
გავრცელება

ქვესახეობები

რედაქტირება

მოიცავს 4 ქვესახეობას:[1]

  • Nandinia binotata arborea Heller, 1913
  • Nandinia binotata binotata Gray, 1830
  • Nandinia binotata gerrardi Thomas, 1893
  • Nandinia binotata intensa Cabrera & Ruxton, 1926

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Species Nandinia binotata. Bucknell Univesity..