მუხლუხი, მატლიპეპლის მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. სხეულს ჭიისმაგვარი ფორმა აქვს, პირის აპარატი — მღრღნელი. აქვს მკერდის 3 წყვილი და 8 წყვილი „ცრუ“ ფეხი, აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი ჰაერთან შეხებისას აბრეშუმის ძაფად გარდაიქმნება. ზოგი მუხლუხი მავნებელია. თუთის, მუხისა და ზოგი სხვა აბრეშუმხვევიას მუხლუხის პარკი ძვირფას ნედლეულს იძლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება