არსლან გირეი
არსლან გირეი (ყირიმ. Arslan Geray, آرسلان كراى; დ. 1692 — გ. 1768, კეუშენი, მოლდავეთი) — ყირიმის ხანი 2-ჯერ: 1748–1756 წ.წ და 1767 წელს, დევლეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.
არსლან გირეი | |
---|---|
Arslan Giray | |
ყირიმის 39-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1748 |
მმართ. დასასრული: | 1756 |
წინამორბედი: | სელიმ II გირეი |
მემკვიდრე: | ჰალიმ გირეი |
ყირიმის ხანი (მეორედ) | |
მმართ. დასაწყისი: | 1767 |
მმართ. დასასრული: | 1767 |
წინამორბედი: | სელიმ III გირეი |
მემკვიდრე: | მაქსუდ გირეი |
სულთანი: |
მაჰმუდ I ოსმან III მუსტაფა III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1692 |
გარდ. თარიღი: | 1767 |
გარდ. ადგილი: | კეუშენი, მოლდავეთი |
შვილები: |
დევლეთ IV გირეი სელიმ გირეი შაჰბაზ გირეი მაქსუდ გირეი ისლამ გირეი გაზი გირეი მუბარექ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | დევლეთ II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარსლანი დევლეთ II გირეის ვაჟი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა სტამბოლში. ბიძამისის, ყაფლან I-ის მმართველობისას ნურედინად იყო დანიშნული. 1748 წელს, ოსმალებმა დაამტკიცეს ყირიმის ხანად.
არსლან გირეიმ ხანის ტიტულის მიღებისთანავე ყურადღება გაამახვილა სახანოს შიდა მდგომარეობაზე. მან განაგრძო რუსების შემოსევების შედეგად დანგრეული ბახჩისარაის აღდგენა და ასევე მოაწყო აღდგენითი სამუშაოები სხვადასხვა ქალაქებში. მან შეაკეთა სასაზღვრო ციხე-სიმაგრეები პერეკოფსა და არაბატში. აღადგინა მინიხის მიერ განადგურებული დევლეთ I გირეის მეჩეთი ევპატორიაში, დაიწყო სკოლებისა და მედრესეების მშენებლობა მთლიანი სახანოს ტერიტორიაზე. წინამორბედების მსგავსად მოუწია ყუბანისა და ბუჯაკის ნოღაელების, ასევე ჩერქეზების დაშოშმინება. არსლან გირეიმ საგარეო პოლიტიკაში თავისი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიას, რეჩპოსპოლიტასა და რუსეთის იმპერიას შორის მშვიდობის შენარჩუნებაში. მიუხედავად პოპულარული და ხალხის მოყვარული მმართველის სახელისა, 1756 წელს მის მიმართ მტრულად განწყობილი ყირიმისა და სულთნის ქვეშევრდომების ინტრიგების გამო მან სახანოს ტახტი დაკარგა.
1767 წელს, 75 წლის არსლანმა სტამბოლში კვლავ მიიღო ხანის წოდება, მაგრამ სამი თვის შემდეგ მგზავრობისას გარდაიცვალა კეუშენში, მოლდავეთში. გადაასვენეს ბახჩისარაიში და დაკრძალეს ხანთა სასაფლაოზე. მისი ვაჟი, დევლეთი მოგვიანებით გახდა ყირიმის ხანი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
- Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)