დევლეთ II გირეი (ყირიმ. II Devlet Geray, دولت كراى‎‎; დ. 1648 — გ. ვიზე, ოსმალეთის იმპერია, 1713) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1699–1702 და 1709–1713 წლებში, სელიმ I გირეის უფროსი ვაჟი.

დევლეთ II გირეი
Devlet Giray
ყირიმის 30-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1699
მმართ. დასასრული: 1702
წინამორბედი: სელიმ I გირეი
მემკვიდრე: სელიმ I გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1709
მმართ. დასასრული: 1713
წინამორბედი: ყაფლან I გირეი
მემკვიდრე: ყაფლან I გირეი
სულთანი: მუსტაფა II
აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1648
გარდ. თარიღი: 1718
გარდ. ადგილი: ვიზე, ოსმალეთის იმპერია
შვილები: არსლან გირეი
ფეთიჰ II გირეი
ყირიმ გირეი
დელი ბაჰთი გირეი
აჰმედ გირეი
ბაჰადირ გირეი
მეჰმედ გირეი
მურად გირეი
მუბარექ გირეი
ჰაჯი გირეი
აზამათ გირეი
მაჰმუდ გირეი
თოფალ აჰმედ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელიმ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დევლეთ II გირეი სელიმ გირეისა და ჰაჯი II გირეის მმართველობის პერიოდში დანიშნული იყო ყირიმის კალგად. 1699 წელს მამამისი ტახტიდან გადადგა, ოსმალებმა კი 51 წლის დევლეთი დაამტკიცეს ხანად. მისი პირველი მმართველობა 3 წელიწადს გაგრძელდა. მას მოუწია საკუთარი ძმის, გაზი გირეის აჯანყების ჩახშობა. დევლეთი კარლოვიცის ზავის დადების შემდეგ დასუსტებული სულთნის ავტორიტეტს აღარ სცნობდა, მიზეზად კი ასახელებდა დიდ თურქულ ომსა და რუსეთის სამეფოსთან გაჩაღებული ომების შედეგად მიღებულ დიდ ზარალს. 1702 წელს მუსტაფა II-ის გადაწყვეტილებით დევლეთ გირეი აიძულეს ტახტი ისევ მამისთვის დაეთმო.

1709 წელს დევლეთ II-მ ოსმალებისგან მეორე შანსი მიიღო და დაუბრუნდა ყირიმის სახანოს მართვას. მას დაევალა ჩრდილოეთის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. დევლეთ II ოსმალებისგან შეუთნხმებლად მოქმედებდა ამ ომში, კაზაკებს ყირიმზე დასახლების ნება დართო. ის შიშობდა რუსების მიერ ზავის პირობების დარღვევას, რასაც სახანოს რუსებთან შეერთება მოჰყვებოდა. 1713 წელს დევლეთი ოსმალებმა მისი ძმის, ყაფლან გირეის სასარგებლოდ გადააყენეს, დაუნიშნეს პენსია და როდოსზე გადაასახლეს. რამდენიმე წელიწადში გადაიყვანეს ქალაქ ვიზეში, სადაც 1718 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოგვიანებით დევლეთ II-ის 3-მა ვაჟმა (არსლან გირეი, ფეთიჰ II გირეი და ყირიმ გირეი) და 5-მა შვილიშვილმა (სელიმ III გირეი, დევლეთ IV გირეი, საჰიბ II გირეი, შაჰინ გირეი და ბაჰადირ II გირეი) შეძლო ყირიმის ხანის ტიტულის მიღება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)
  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.