გაზი III გირეი
გაზი III გირეი (ყირიმ. III Gazi Geray, غازى كراى; დ. 1673 — გ. 1709, იამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1704–1707 წლებში, სელიმ I გირეის ვაჟი.
გაზი III გირეი | |
---|---|
Gazi Giray | |
ყირიმის 31-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1704 |
მმართ. დასასრული: | 1707 |
წინამორბედი: | სელიმ I გირეი |
მემკვიდრე: | ყაფლან I გირეი |
სულთანი: | აჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1673 |
გარდ. თარიღი: | 1709 |
გარდ. ადგილი: | იამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: | აზამათ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | სელიმ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაზი გირეი ხან სელიმ I-ის 13 ვაჟიდან ერთ-ერთი იყო. ის 1690-იან წლებში აჯანყდა საკუთარი ძმის დევლეთ II-ის წინააღმდეგ. ბუჯაკების ურდოსა და ყუბანის ნოღაელთა დახმარებით გაიბრძოლა ყირიმის ტახტისთვის, თუმცა დამარცხდა და კუნძულ როდოსზე გადასახლება მოუწია. 1703 წელს მამამისმა თავისი მეოთხე მმართველობის დროს იხმო სახანოში და კალგას ტიტული უბოძა. 1704 წელს, სელიმ გირეის გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა სწორედ გაზი III დაამტკიცეს ყირიმის ხანად.
გაზიმ უმცროსი ძმები, ყაფლანი და მენლი თავის კალგად და ნურედინად დანიშნა. გაზი III რელიგიურად შემწყნარებელი იყო. მან კათოლიკურ ეკლესიას ბახჩისარაიში მისიონერული საქმიანობის წარმართვის ნება დართო.[1] 1706 წელს მოუწია ნოღაელთა დაშოშმინება. გაზის ტახტისათვის მოცილე ბევრი ძმა და ნათესავი ჰყავდა, ეს კი სახანოს საგრძნობლად ასუსტებდა იმ პერიოდში, როცა მის მეზობლად პეტრე I რუსეთს ავითარებდა. 1707 წელს სტამბოლში სულთნის დივანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყირიმის ახალ ხანად დაინიშნა ყაფლან I გირეი. ოსმალებმა გაზი III-ს ჩამოართვეს ყირიმის ხანის ტიტული და ბულგარეთის პროვინციაში გადაასახლეს. გაზი გარდაიცვალა 36 წლის ასაკში, იამბოლში, 1709 წელს, დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гайворонский О. «Созвездие Гераев»
- Гирай Х. «Розовый куст ханов» (история крымских ханов)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ İnalcık, Halil. GAZİ GİRAY III tr. ციტირების თარიღი: 2021-07-17