სელიმ I გირეი
სელიმ I გირეი (ყირიმ. I Selim Giray, سليم كراى; დ. 1631 — გ. 22 დეკემბერი, 1704, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის სახანოს ხანი 4-ჯერ: 1671–1678, 1684–1691, 1692–1699 და 1702–1704 წლებში, ბაჰადირ I გირეის ვაჟი.
სელიმ I გირეი | |
---|---|
Selim Giray | |
ყირიმის 25-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1671 |
მმართ. დასასრული: | 1678 |
წინამორბედი: | ადილ გირეი |
მემკვიდრე: | მურად გირეი |
ყირიმის ხანი (მეორედ) | |
მმართ. დასაწყისი: | 1684 |
მმართ. დასასრული: | 1691 |
წინამორბედი: | ჰაჯი II გირეი |
მემკვიდრე: | საადეთ III გირეი |
ყირიმის ხანი (მესამედ) | |
მმართ. დასაწყისი: | 1692 |
მმართ. დასასრული: | 1699 |
წინამორბედი: | საფა გირეი |
მემკვიდრე: | დევლეთ II გირეი |
ყირიმის ხანი (მეოთხედ) | |
მმართ. დასაწყისი: | 1702 |
მმართ. დასასრული: | 22 დეკემბერი, 1704 |
წინამორბედი: | დევლეთ II გირეი |
მემკვიდრე: | გაზი III გირეი |
სულთანი: |
მეჰმედ IV სულეიმან II აჰმედ II მუსტაფა II აჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1631 |
გარდ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 1704 |
გარდ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
შვილები: |
დევლეთ II გირეი საადეთ IV გირეი გაზი III გირეი ყაფლან I გირეი მენლი II გირეი სელამეთ II გირეი აზამათ გირეი ადილ გირეი მუჰამედ გირეი შაჰბეზ გირეი მაქსუდ გირეი საჰიბ გირეი საფა გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | ბაჰადირ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასელიმი დაიბადა 1631 წელს, ოსმალეთში,[1] ბაჰადირ I გირეის ოჯახში. აღიზარდა ბახჩისარაიში, სადაც იმდროისთვის უმაღლესი განათლება მიიღო, განსაკუთრებით გაიწაფა საბრძოლო ხელოვნებაში. საკუთარი ბიძების (მეჰმედ IV გირეი და ისლამ III გირეი) მმართველობისას ხელმძღვანელობდა ყირიმელთა ჯარებს სხვადასხვა ბრძოლებში. იცავდა ყირიმის სავაჭრო გზებს და ხშირად თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს უცხოელ ვაჭრებთან. სელიმ გირეიმ თავი გამოიჩინა 1662 წელს, ბუჟინის ბრძოლაში, სადაც მისი სარდლობით ყირიმელმა თათრებმა გაანადგურეს რუსეთის სამეფოსა და ზაპოროჟიელი კაზაკების არმია.
1671 წელს, ოსმალებმა ყირიმის ხანი, ადილ გირეი გადააყენეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად სწორედ სელიმ გირეი დანიშნეს. სელიმი ენერგიული მმართველი, დიდებული სარდალი და ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ყირიმელ დიდებულებთან არ ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ ჩამოართვეს ხანის ტიტული, ის მაინც სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ყირიმისა და მთლიანი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. მონაწილეობდა დიდ თურქულ ომში, პოლონეთ-ოსმალეთის ომსა და რუსეთთან გაჩაღებულ ომებში (1676-1681[2] და 1686-1700), რომლებიც ოსმალების მარცხით დასრულდა. სელიმ გირეიმ სახელი გაითქვა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ისტორიკოსთა მტკიცებით, სელიმ I-ის თავდადებული ბრძოლის დამსახურება იყო ის, რომ ყირიმის სახანო რუსეთის შემადგენლობაში დროზე ადრე არ შევიდა. სელიმს ჰყავდა 10 ქალიშვილი და 13 ვაჟი, რომელთაგან 6-მა (დევლეთ II გირეი, საადეთ IV გირეი, გაზი III გირეი, ყაფლან I გირეი, მენლი II გირეი, სელამეთ II გირეი) შეძლო ყირიმის ხანის წოდების მიღება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
- Büyük Osmanlı Tarihi, Hammer, Üçdal Neşriyat, III. Cilt s. 598
- В. Головченко. Селім Герей I// Українська дипломатична енциклопедія: У 2-х т./Редкол.:Л. В. Губерський (голова) та ін. — К.:Знання України, 2004 — Т.2 — 812с. ISBN 966-316-045-4