საადეთ IV გირეი
საადეთ IV გირეი (ყირიმ. IV Saadet Geray, سعادت كراى; დ. 1662 — გ. 1732, იამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1716–1717 წლებში, სელიმ I გირეის ვაჟი.
საადეთ IV გირეი | |
---|---|
Saadet Giray | |
ყირიმის 34-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1717 |
მმართ. დასასრული: | 1724 |
წინამორბედი: | დევლეთ III გირეი |
მემკვიდრე: | მენლი II გირეი |
სულთანი: | აჰმედ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1662 |
გარდ. თარიღი: | 1732 |
გარდ. ადგილი: | იამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: |
ჰალიმ გირეი სელიმ გირეი სალიჰ გირეი დევლეთ გირეი მუჰამედ გირეი ნუმან გირეი მუმინ გირეი ჰაჯი გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | სელიმ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაადეთ გირეი მამამისის მესამე მმართველობისას, 1692–1699 წლებში პერეკოფის გამგებლად, იგივე ორ-ბეიდ იყო დანიშნული. 1699 წელს თავისი უფროსი ძმის, დევლეთის ნურედინი გახდა, ხოლო 1700–1703 და 1709–1713 წლებში იკავებდა კალგის თანამდებობას.
1717 წელს, ტახტზე ასვლის შემდეგ, ის გაემგზავრა ჰაბსბურგების წინააღმდეგ ლაშქრობაში, სადაც მცირე პერიოდი გაატარა და მალევე დაბრუნდა ყირიმში. საადეთ IV-მ განაგრძო ყაფლან გირეის დაწყებული საქმიანობა ჩერქეზებზე კონტროლის დასაბრუნებლად და ამ საკითხში უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე მისმა ძმამ. საადეთ გირეიმ მოახდინა საკადრო ცვლილებები მის გარემოცვაში, თავისი ერთგული ხალხი ტახტთან უფრო დაახლოვა და ზოგიერთი გავლენიანი პირი განდევნა ხელისუფლებიდან. ამან გამოიწვია ყირიმელი დიდებულების ამბოხი. მათ მოახერხეს კალგა საფა გირეის დამარცხება, ასევე ოსმალეთის სულთანთან გაგზავნეს საჩივარი, რომლის მიხედვითაც ყირიმის ხანს მიაწერდნენ სიმხდალეს, უსაქმურობასა და უსამართლობას. 1724 წელს საადეთ IV გირეიმ სახანოში დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დატოვა ხანის ტახტი, ოსმალთაგან პენსია მიიღო და გადასახლდა იამბოლში. გარდაიცვალა იქვე, 1732 წელს, ბევრი სხვა მისი წინამორბედის მსგავსად დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში. საადეთის შემდეგ ხანის ტიტული მიიღო მისმა უმცროსმა ძმამ, მენლი II გირეიმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
- Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)